საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 18/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 02/12/2004
სარეგისტრაციო კოდი 190040000.11(1).170.005413
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
223
16/07/2002
სსმ, 72, 18/07/2002
190040000.11(1).170.005413
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/07/2002 - 11/02/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.413

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №223

2002 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 ოქტობრის №447 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 14 თებერვლის №81 ბრძანება.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. გოგიაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის, სხვა ნორმატიული აქტების, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „ბარენცის ჯგუფის” რეკომენდაციების შესაბამისად.

    მუხლი 2. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმები

1. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა უნდა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმებით ან მათი კომბინაციებით:

ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა;

ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა;

გ) დღგ-ის მოცულობა.

2. გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვა, საგადასახადო ვალდებულებისა და დღგ-ის მოცულობა განისაზღვრება მათი ფილიალების და სხვა ანალოგიური სტრუქტურული ერთეულების ბრუნვისა და საგადასახადო ვალდებულების მოცულობის გათვალისწინებით.

    მუხლი 3. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა წლიური ბრუნვის მოცულობის გათვალისწინებით

1. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად შერჩეულ უნდა იქნენ გადასახადის გადამხდელები, რომელთა წლიური ბრუნვა აღემატება 2,5 მლნ ლარს.

    მუხლი 4. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მიხედვით

1. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვანად შერჩეულ უნდა იქნენ გადასახადის გადამხდელები, რომლებსაც გასული საგადასახადო წლის მანძილზე წარმოეშვათ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში (გარდა საბაჟო გადასახადებისა) არანაკლებ 200 ათასი ლარის გადასახადის ვალდებულება ან თუ მათი ვადაგადაცილებული დავალიანება აღემატება 200 ათას ლარს.

2. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება დარიცხული და არა ფაქტობრივად გადახდილი გადასახადების მიხედვით.

    მუხლი 5. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა დღგ-ს მოცულობის მიხედვით

1. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში აღრიცხვაზე ასაყვანად შერჩეული უნდა იქნენ გადასახადის გადამხდელები, რომელთა მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში იმპორტზე, მომწოდებლებისათვის და საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისათვის გადახდილი დღგ-ის ჯამური მოცულობა აღემატება 200 ათას ლარს.

    მუხლი 6. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა

1. ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი.

2. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციული აქტით.

3. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც თანმიმდევრობით 2 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს ამ დებულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ან როცა მათი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლითა და ანალიზით დადგინდა, რომ ნამდვილად არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დკმაყოფილების შესაძლებლობა.

4. ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გადამხდელების შერჩევა ხორციელდება ამ დებულების დამტკიცების თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ყოველ 6 თვეში ერთხელ, ამ ვადის გასვლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.

    მუხლი 7. დასკვნითი დებულებები

წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.