საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 720
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 29/08/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 30/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 100020010.11(1).060.005465
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
720
22/08/2002
სსმ, 86, 29/08/2002
100020010.11(1).060.005465
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/08/2002 - 30/06/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.465

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №720

2002 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომ – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის) სარეჟიმო სამსახურის დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახური წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის დანიშნულებაა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შინაგანაწესებზე კონტროლის განხორციელება.

    მუხლი 3

სარეჟიმო სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, “პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, იუსტიციის მინისტრისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, მითითებებით, დირექტივებითა და წინამდებარე დებულებით.

თავი II. სარეჟიმო სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 4

1. სარეჟიმო სამსახურის ამოცანებს განეკუთვნება:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;

ბ) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი;

გ) მსჯავრდებულთა გადანაწილება მიზანმიმართულად უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.

2. სარეჟიმო სამსახურის ფუნქციებს განეკუთვნება:

ა) გაუწიოს ორგანიზაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებების მოულოდნელი შემოწმებების დაგეგმვას და გატარებას;

ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების და სხვა სამსახურებთან ერთად გეგმავს ღონისძიებებს დაწესებულებების ერთობლივი შემოწმებბისათვის.

თავი III. სარეჟიმო სამსახურის მართვა

    მუხლი 5

სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 6

სამსახურის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

    მუხლი 7

სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა (შემდგომ – მოსამსახურე) კანიდატურების შერჩევაში;

გ) აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;

დ) აბარებს სამსახურის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ვ) აკონტროლებს შესაბამის სფეროში იუსტიციის სამინისტროსა და დეპარტამენტის ბრძანებების და მითითებების შესრულებას;

ზ) მონაწილეობას ღებულობს საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შემუშავებაში, რომელიც ეხება დეპარტამენტის დაწესებულებების სარეჟიმო და საზედამხედველო მუშაობას;

თ) აწესებს კონტროლს დაწესებულებაში სარეჟიმო სამსახურის თანამშრომელთა და კონტროლიორთა შტატების შევსებაზე და მათ მიერ სამსახურებრივი მეცადინეობების ორგანიზაციაზე;

ი) განიხილავს მოქალაქეების, თანამშრომლებისა და მსჯავრდებულების განცხადებებს, წერილებსა და საჩივრებს.

თავი IV. სარეჟიმო სამსახურის მოსამსახურეები

    მუხლი 8

სამსახურის მოსამსახურეებია:

ა) სარეჟიმო სამსახურის უფროსის მოადგილე;

ბ) სარეჟიმო სამსახურის უფროსი ინსპექტორი;

გ) სარეჟიმო სამსახურის ინსპექტორი;

დ) სახანძრო და სამოქალაქო თავდაცვის სარეჟიმო სამსახურის უფროსი ინსპექტორი.

    მუხლი 9

სამსახურის მოსამსახურეებს სასჯელაღსრულების დაპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 10

სამსახურის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამსახურის უფროსის წინაშე.

    მუხლი 11

სამსახურის მოსამსახურეები ახორციელებენ სამსახურის უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობების მიხედვით.

    თავი VI. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 12

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.