დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 298 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 150, 23/12/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/10/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.10(0).080.006265 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.10.008.006.265
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №298
2003 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლებისა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-19, 21-ე და 30-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 17 სექტემბრის №237 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულებაში“ (სსმ 25.09.02. №93, გვ. 17) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საქართველოში მოქმედი ბანკისათვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა დგინდება ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.“.
2. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე ნაკლებს;
გ) ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ ოდენობაზე ნაკლებს და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის 80%-ზე მეტს 3 (სამი) თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები