„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის 2002 წლის 5 ივლისის №9 დადგენილებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის 2002 წლის 5 ივლისის №9 დადგენილებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 22/11/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 117, 03/12/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 09/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 300320000.14(0).110.005611
  • Word
14
22/11/2002
სსმ, 117, 03/12/2002
300320000.14(0).110.005611
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის 2002 წლის 5 ივლისის №9 დადგენილებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.005.579

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის  (სემეკ)

დადგენილება 14

2002 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის 2002 წლის 5 ივლისის №9 დადგენილებაში დამატების და ცვლილების შეტანის შესახებ

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ”ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის შესაბამისად, კომისია ა დ გ ე ნ ს:

    მუხლი 1

ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის 2002 წლის 5 ივლისის №9 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე” ქვეპუნქტი:

,,ე. შპს “გაზინვესტორ-გორს”  40,0 33,333“

2. მე-4 პუნქტში მოცემული ცხრილიდან ამოღებულ იქნეს 31-ე სტრიქონი.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი  დ. ჩომახიძე