დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1807 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 32, 20/12/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.001.161 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 21-ე მუხლის 11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“.
მუხლი 2. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საქმიანობაზე ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, შესაბამის ნორმატიულ აქტში გაითვალისწინოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოში პარლამენტის მიერ წარდგენილი 3 წევრის დანიშვნის საკითხი.
მუხლი 3. „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 2003 წლის 1 იანვრამდე მიუღებლობის შემთხვევაში, მის მიღებამდე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდიდან სახსრების ხარჯვა განხორციელდეს „საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ამ ფონდში გაერთიანებული დაწესებულებების, ღონისძიებებისა და სახელმწიფო პროგრამებისათვის დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ერთი მეთორმეტედის ფარგლებში.
მუხლი 4. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 3 დეკემბერი.
№1807-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები