დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1845 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/12/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 35, 30/12/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.001.173 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 03.06.2002, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 39-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები „1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1 აპრილამდე“;
ბ) მე-2 პუნქტის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საქართველოს შესაბამისმა სამთავრობო დაწესებულებებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში 2003 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ საქართველოს პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტისათვის იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ერთიან პაკეტად წარდგენა, რომლებიც დაკავშირებულია ამ კანონით დაწესებულ ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობის სახეებთან, კერძოდ:“.
2. 41-ე მუხლის პირველ პუნქტში სიტყვები „1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „1 აპრილიდან“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 25 დეკემბერი.
№1845–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები