„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1861
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/12/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 17/01/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.180
  • Word
1861
25/12/2002
სსმ, 3, 17/01/2003
240.090.000.05.001.001.180
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 2002 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.    პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში სიტყვები „დამუშავება და ნავთობის“ შეიცვალოს სიტყვებით „დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების“, ხოლო სიტყვის „რომელსაც“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

2. მე-6 მუხლის „რ“ ქვეპუნქტში სიტყვები „დამუშავება და ნავთობის“ შეიცვალოს სიტყვებით „დამუშავება, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების“, ხოლო სიტყვის „ტრანსპორტირება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში)“.

3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტში სიტყვები „დამუშავებასა და ნავთობის“ შეიცვალოს სიტყვებით „დამუშავებასთან, ნავთობის, გაზის ან/და ნავთობგაზპროდუქტების“, ხოლო სიტყვის „ნებართვა“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „(„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში)“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 დეკემბერი.

№1861რს