„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1963
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/01/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 5, 19/02/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2004
სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.001.212
  • Word
1963
29/01/2003
სსმ, 5, 19/02/2003
190.020.000.05.001.001.212
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996 წ., გვ.18) 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

     „მუხლი 38

1. საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო შემოსავლები, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟი (გარდა საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟისა) და სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მთლიანად მიიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სახაზინო სამსახურში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოიყენება ამ დეპარტამენტის დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად. ამ შემოსავლების დაგეგმილი მოცულობის გადაჭარბების შემთხვევაში ნამეტი თანხა მიიმართება ცენტრალურ ბიუჯეტში.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სასამართლო შემოსავალი, კერძოდ, საკასაციო საჩივრებზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი, მთლიანად მიიმართება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სახაზინო სამსახურში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოიყენება ამ ორგანოს დამტკიცებული ხარჯების დასაფინანსებლად. ამ შემოსავლის დაგეგმილი მოცულობის გადაჭარბების შემთხვევაში ნამეტი თანხა მიიმართება ცენტრალურ ბიუჯეტში.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                                          ე. შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 29 იანვარი.

N1963-რ