„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 391
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/10/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 111017019, 18/10/2011
ძალის დაკარგვის თარიღი 30/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 390120000.10.003.016551
  • Word
391
13/10/2011
ვებგვერდი, 111017019, 18/10/2011
390120000.10.003.016551
„ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 391

2011 წლის 13 ოქტომბერი

. თბილისი

 „ტყის მოვლისა და აღდგენის წესის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის               13 აგვისტოს 241 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყის მოვ­ლისა და აღდგენის წესის შესახებსაქართველოს მთავ­რობის 2010 წლის       13 აგვისტოს 241 დადგენილებაში (სსმ, 2010 წ., მუხ. 1496) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტყის მოვლისა და აღდგენის წესის:

ა) მე-2 მუხლის „ზ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„ზ.ა) საპროექტო ტერიტორიის გეგმა მასშტაბი 1:10 000 შე­სა­ბა­მისი ლეგენდით;“;

ბ) მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (თუ ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით სხვა რამ არ არის გათვალის­წინებული) ტყის მართვის უფლების მქო­ნე შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემის მიზნით უნდა დასაწყობდეს ტყის მართვის უფლების მქო­ნე ორგანოების მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.“;

გ) მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. ნახანძრალ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის თაობაზე გადაწყვეტი­ლებას იღებს ტყის მართვის უფლების მქონე შესაბამისი ორგანო.“;

დ) მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე) მე-20 მუხლის:

ე.ა) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემ­დეგი რედაქ­ციით:

„ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალის­წინებული სამუშაოების მოცულობებისა და პარამეტრების შესახებ;“;

ე.ბ) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ე.გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პრო­ექ­ტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქ­ტე­ბით დადგენილ ინფორმაციას.“;

ვ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამო­ღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთა­ნავე.

პრემიერ-მინისტრი                         . გილაური