დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 850 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 30/04/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/03/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.100.05.001.000.914 |
საქართველოს კანონი
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:
„8. იმ საწარმოებსა და ორგანიზაციებს, რომლებსაც ამ კანონის საფუძველზე შეუწყდათ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის პირობები ან უსარგებლიათ რესტრუქტურიზაციის რეჟიმით, ეკრძალებათ მოითხოვონ „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული რეაბილიტაცია.“.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 10 აპრილი.
№850–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები