„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1022
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 01/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.001.000.968
  • Word
1022
20/07/2001
სსმ, 24, 01/08/2001
310.060.000.05.001.000.968
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, №27-30, მუხ. 575) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“ შეიცვალოს სიტყვებით „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, რომელიც არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის – უფლებამონაცვლე“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2001 წლის 20 ივლისი.

№1022–რს