დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 ოქტომბრის №427 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 23 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 11/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.08.002.016413 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №23
2012 წლის 11 იანვარი
ქ. თბილისი
„თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 ოქტომბრის № 427 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 ოქტომბრის №427 ბრძანებულებაში (სსმ III, 2002 წ., №102, მუხ. 889) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში – თეატრი).“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტი და თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დებულება ამოღებულ იქნეს;
დ) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თეატრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ.“;
ე) ბრძანებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) თეატრის დებულების დამტკიცება;
ბ) წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.“.
2. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემისთანავე (ამოქმედებისთანავე).
მ. სააკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები