დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1086 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 28/09/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 29, 17/10/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.000.05.001.000.985 |
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. 21-ე მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ჩაირიცხება სოციალური გადასახადის ის ნაწილი, რომლის ცენტრალურ ბიუჯეტში ჩარიცხვა განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით.“.
2. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოში ფუნქციონირებენ შემდეგი სპეციალური სახელმწიფო ფონდები: საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდი და საქართველოს საგზაო ფონდი, რომლებიც მთლიანად კონსოლიდირებულნი არიან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 28 სექტემბერი.
№1086-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები