საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ

  • Word
საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1188
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 36, 31/12/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 210.020.000.05.001.001.006
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1188
18/12/2001
სსმ, 36, 31/12/2001
210.020.000.05.001.001.006
საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულება

ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობას, მისი გადახდის წესსა და ვადებს.

    მუხლი 2. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის ცნება

1. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებელი არის საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში ერთჯერადი სავალდებულო გადასახდელი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები ამ კანონით განსაზღვრული ოდენობით.

2. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის გადამზიდველი ამავე კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

    მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელი

1. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელია უცხო ქვეყნის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვას „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული კვოტების ფარგლებს ზევით და ამ საქმიანობისათვის იღებს ნებართვას.

2. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის გაცემის პირობები და წესი განსაზღვრულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

    მუხლი 4. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა, მისი გადახდის წესი და ვადები

1. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებელი  შეადგენს 500 ლარს.

2. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო  სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღებიდან დამადასტურებელი საბუთის გაცემამდე.

    მუხლი 5. სადავო საკითხის გადაწყვეტა

1. ამ კანონის მოქმედების სფეროსთან დაკავშირებულ ყველა სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. სასამართლოში სარჩელის შეტანა არ ათავისუფლებს გადამხდელს მოსაკრებლის გადახდისგან.  

    მუხლი 6. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი           ე.  შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 18 დეკემბერი.

1188Iს

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია- საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს კანონი №2937-სსმI,№26,05.09.2003წ.,მუხ.195