დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1238 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 10/01/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 29/06/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.130.000.05.001.001.023 |
საქართველოს კანონი
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონს (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.35) დაემატოს შემდეგი შინაარსის II1 თავი:
„თავი II1
გარდამავალი დებულება
მუხლი 61. ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის აკრძალვა
აიკრძალოს ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი 2003 წლის 31 დეკემბრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 21 დეკემბერი.
№1238-Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები