„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1394
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 07/05/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 28/05/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2007
სარეგისტრაციო კოდი 230.140.010.05.001.001.061
  • Word
1394
07/05/2002
სსმ, 13, 28/05/2002
230.140.010.05.001.001.061
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ’’ საქართვე­ლოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა ამ კანონის მე-18 მუხლის „უ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისა“.

2. მე-18 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი:

„უ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 4406, 720840100, 720926900, 7302, 730640, 7309 ჯგუფებით და 84-ე, 85-ე, 88-ე და 90-ე თავებით გათვალისწინებული საქონლისა (8415, 8418, 842211000, 842219000, 842310100, 842310900, 8450, 8507, 8509-8513, 8516-8524, 852520910, 852530, 852540, 8527, 8528, 8531, 8540, 8544-8546, 9003, 9004, 9006-9010, 901600 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლის გარდა) და სასაქონლო ნომენკლატურის 853110100, 8601, 8602, 8603, 860400000, 860500000, 860610000, 860719, 8701, 8702, 8704, 8705, 8709, 8716 (871610 და 871690 ჯგუფებში ჩამოთვლილი საქონლის გარდა), 8901, 8902 და 8904-8906 ჯგუფებით გათვალისწინებული ტექნოლოგიური დანი­შნუ­ლე­ბის მქონე მანქანა-დანადგარებისა და მოწყობილო­ბების იმპორტი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 7 მაისი.

№1394–IIს