დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1410 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 14/05/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 03/06/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.010.05.001.001.068 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998) მე-16 მუხლში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო გადასახადის განაკვეთებია: ფიქსირებული, 5-, 12-, 20- და 30-პროცენტიანი.“.
2. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. საქონლის იმპორტი იბეგრება სასაქონლო ნომენკლატურის შემდეგი პოზიციების მიხედვით, საბაჟო გადასახადის:
ა) ფიქსირებული განაკვეთით:
| საქონლის კოდი | საქონლის დასახელება | საბაჟო გადასახადის განაკვეთი |
| 2204 | ღვინო ყურძნის ნატურალური, შემაგრებული ღვინოების ჩათვლით; ყურძნის ბადაგი, 2009 სასაქონლო პოზიციაში მითითებულის გარდა: | |
| 2204 10 | - ღვინო ცქრიალა: |
|
|
| - - არანაკლებ 8,5 მოც.% სპირტის ფაქტობრივი კონცენტრაციით: |
|
| 2204 10 11 | - - - შამპანური | 1,5 euvro/lt |
| 2204 10 19 | - - - სხვები | 1,5 euvro/lt |
|
| - - სხვები: |
|
| 2204 10 91 | - - - ასტი სპუმანტე | 1,5 euvro/lt |
| 2204 10 99 | - - - სხვები | 1,5 euvro/lt |
| 22042 | - ღვინო სხვა; ყურძნის ბადაგი, რომლის დუღილის აცილება ან შეწყვეტა მოხდა სპირტის დამატებით: | |
| 220421 | - - 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში: |
|
| 2204 21 10 | - - - ღვინო, 2204 10 სუბპოზიციაში აღნიშნულის გარდა, დამჭერიან ან სამაგრიან „სოკოსებურ“ - საცობებიან ბოთლებში; ღვინო სხვა ტარაში, ხსნარში ნახშირბადის დიოქსიდით განპირობებული ჭარბი წნევით 1-დან 3 ბარამდე, 200C ტემპერატურაზე | 0,5 euvro/lt |
| 2204 21 90 | - - - სხვები | 0,5 euvro/lt |
| 220429 | - - სხვები: |
|
| 2204 29 10 | - - - ღვინო, 2204 10 სუბპოზიციაში აღნიშნულის გარდა, დამჭერიან და სამაგრიან „სოკოსებურ“ - საცობებიან ბოთლებში; ღვინო სხვა ტარაში, ხსნარში ნახშირბადის დიოქსიდით განპირობებული ჭარბი წნევით 1-დან 3 ბარამდე, 200C ტემპერატურაზე | 0,2 euvro/lt |
| 2204 29 90 | - - - სხვები | 0,2 euvro/lt |
| 220430 | - ყურძნის ბადაგი სხვა | 0,2 euvro/lt |
| 2205 | ვერმუტები და ნატურალური ღვინოები ყურძნის სხვა, მცენარეული ან არომატიზებული ექსტრაქტების დამატებით: | |
| 220510 | - არა უმეტეს 2 ლ ტევადობის ჭურჭელში | 0,5 euvro/lt |
| 220590 | - სხვები | 0,2 euvro/lt |
| 2206 | - სასმელები დადუღებული სხვა (სიდრი ვაშლის, პერი [სიდრი მსხლის], სასმელი თაფლის); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვაგან მიუთითებელი | |
| 220600 | - სასმელები დადუღებული სხვა (სიდრი ვაშლის, პერი [სიდრი მსხლის], სასმელი თაფლის); ნარევები დადუღებული სასმელებისაგან და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევები, სხვაგან მიუთითებელი | 0,5 euvro/lt |
| 2207 | სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის არანაკლებ 80 მოც. % კონცენტრაციით: სპირტი ეთილის და სხვა დენატურირებული სპირტები ნებისმიერი კონცენტრაციით | |
| 220710 | - სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის არანაკლებ 80 მოც. % კონცენტრაციით | 3 euvro/lt |
| 220720 | - სპირტი ეთილის და სხვა სპირტები დენატურირებული, ნებისმიერი კონცენტრაციით | 3 euvro/lt |
| 2208 | სპირტი ეთილის არადენატურირებული, სპირტის 80 მოც. %-ზე ნაკლები კონცენტრაციით; სპირტიანი ნაყენი, ლიქიორი და სხვა სპირტიანი სასმელები: | |
| 220820 | - ნაყენი სპირტიანი, მიღებული ყურძნის ღვინის დისტილაციის (გამოხდის) ან ყურძნის ჭაჭის გამოწურვის შედეგად | 5 euvro /%vol/HL |
| 220830 | - ვისკი | 5 euvro /%vol/HL |
| 220840 | - რომი და ტაფია | 5 euvro /%vol/HL |
| 220850 | - ჯინი და ღვინის ნაყენი: |
|
|
| - - ჯინი: |
|
| 220850110 | - - - 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში | 5 euvro /%vol/HL |
| 220850190 | - - - 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში | 5 euvro /%vol/HL |
|
| - - ღვინის ნაყენი: |
|
| 220850910 | - - - 2 ლ ან ნაკლები ტევადობის ჭურჭელში | 5 euvro /%vol/HL |
| 220850990 | - - - 2 ლ-ზე მეტი ტევადობის ჭურჭელში | 5 euvro /%vol/HL |
| 220860 | - არაყი | 5 euvro /%vol/HL |
| 220870 | - ლიქიორი და ტკბილი ნაყენი | 5 euvro /%vol/HL |
| 220890 | - სხვები: |
|
| ex220890 | - - ტეკილა და მესკალი | 5 euvro /%vol/HL |
| ex220890 | - - სხვები | 5 euvro /%vol/HL |
| 2209 | ძმარი და ძმარმჟავასაგან მიღებული მისი შემცვლელები: |
|
| 220900 | - ძმარი და ძმარმჟავასაგან მიღებული მისი შემცვლელები | 0,4 euvro /lt |
ბ) 20-პროცენტიანი განაკვეთით – ჩაი და ჩაის ნაწარმი; მინერალური წყლები; ლუდი;
გ) 30-პროცენტიანი განაკვეთით – ხილისა და ბოსტნეულის წვენები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 14 მაისი.
№1410–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები