საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6176-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/05/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/05/2012
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.016745
  • Word
6176-რს
15/05/2012
ვებგვერდი, 29/05/2012
200000000.05.001.016745
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5 4, 12.10. 2010 , მუხ. 343 ) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 55-ე და 56-ე ნაწილები:

„55. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინვესტორისა და კონტრაქტორის საგადასახადო ვალდებულებები, შეღავათები და შეზღუდვები განისაზღვრება ამ კოდექსით და „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

56. „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავის კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადის განსხვავებული განაკვეთი შემოიღოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ნაწილში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში.“.

მუხლი 2

1. ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი             . სააკაშვილი

თბილისი,

2012 წლის 15 მაისი.

6176-რს