დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6212-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 15/05/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.016746 |
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1 . 59-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:
„71 . ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების არასრულ საგადასახადო პერიოდზე გაფორმების შემთხვევაში აღნიშნული კალენდარული წლის საგადასახადო შეთანხმებით მოცული და დარჩენილი არასრული ნაწილები ითვლება ცალ-ცალკე საგადასახადო პერიოდებად იმ გადასახადისათვის, რომელზედაც გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება .“.
2. 1 05-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე- 7 ნაწილი:
„7. ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების არასრულ საგადასახადო პერიოდზე გაფორმების შემთხვევაში პირი დარჩენილი არასრული კალენდარული წლის (საგადასახადო პერიოდის) კუთვნილი გადასახადის გამოანგარიშებისას ხარჯებს, რომლებიც იანგარიშება მხოლოდ კალენდარული წლის მიხედვით, გამოქვითავს ამ არასრული კალენდარული წლის პროპორციულად.“.
3. 111-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 ნაწილი:
„14. ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების არასრულ საგადასახადო პერიოდზე გაფორმების შემთხვევაში პირი დარჩენილი არასრული კალენდარული წლის (საგადასახადო პერიოდის) კუთვნილი გადასახადის გამოანგარიშებისას საამორტიზაციო ანარიცხებს გამოქვითავს ამ არასრული კალენდარული წლის პროპორციულად.“.
4. 115-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების არასრულ საგადასახადო პერიოდზე გაფორმების შემთხვევაში პირი დარჩენილი არასრული კალენდარული წლის (საგადასახადო პერიოდის) კუთვნილი გადასახადის გამოანგარიშებისას ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯებს გამოქვითავს ამ არასრული კალენდარული წლის პროპორციულად.“.
5. 120-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 120. გადასახადები და ჯარიმები, რომლებიც არ გამოიქვითება
1. არ გამოიქვითება:
ა) მოგების გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი, რომლებიც გადახდილია ან გადასახდელია საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში, გარდა ფიზიკური პირის მიერ სარგებლის (გარდა დაქირავებით მუშაობით და ეკონომიკური საქმიანობით მიღებულისა) მიღებასთან დაკავშირებით გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა. ამ შემთხვევაში ქონების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად გადასახდელი საშემოსავლო გადასახადის თანხა მცირდება ამ ქონების მიხედვით გადახდილი (მათ შორის, წინა საგადასახადო პერიოდებში) საშემოსავლო გადასახადის თანხით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი და გადასახადის გადამხდელის მიერ ბიუჯეტში გადახდილი ან გადასახდელი სანქციის/ჯარიმის თანხები.
2. ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების არასრულ საგადასახადო პერიოდზე გაფორმების შემთხვევაში პირი დარჩენილი არასრული კალენდარული წლის (საგადასახადო პერიოდის) კუთვნილი გადასახადის გამოანგარიშებისას ქონების გადასახადს გამოქვითავს ამ არასრული კალენდარული წლის პროპორციულად.“.
6 . 155-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 ნაწილი:
„ 51 . ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების არასრულ საგადასახადო პერიოდზე გაფორმების შემთხვევაში მომდევნო კალენდარული წლის მიმდინარე გადასახდელები გამოიანგარიშება მიმდინარე კალენდარული წლის საგადასახადო შეთანხმებით მოცული და დარჩენილი არასრული ნაწილების მიხედვით კუთვნილი გადასახადის ჯამური ოდენობის გათვალისწინებით . ამასთანავე, პირი მიმდინარე კალენდარულ წელს მიმდინარე გადასახდელებს იხდის საერთო წესის შესაბამისად. “.
7 . 292-ე მუხლის :
ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები:
„დ) სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ მომავალ საგადასახადო პერიოდში/პერიოდებში დასადეკლარირებელი საგადასახადო ვალდებულების შემცირების მიზნით;
ე) მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების მიზნით.“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ამ კოდექსის 281-ე და 291-ე მუხლებით გათვალისწინებულ სანქციებზე, ამავე კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თანხებზე და იმ მოსაკრებლის თანხებზე, აგრეთვე ამ მოსაკრებელთან დაკავშირებულ ჯარიმებსა და საურავზე, რომლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.“;
გ) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 ნაწილები:
„5 . ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება ფორმდება გადასახადის სახეების მიხედვით მიმდინარე კალენდარული წლის დასაწყისიდან გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებულ თარიღამდე არსებულ პერიოდზე, რომელიც დასრულებულია განცხადების შემოტანამდე.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ გადასახადზე , რომლის საგადასახადო პერიოდი არის კალენდარული წელი (გარდა ქონების გადასახადისა) .“.
8. 293-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6 1 ნაწილი:
„61 . თუ გადასახადის გადამხდელი მიმდინარე საგადასახადო პერიოდის დასრულებამდე განაცხადებს მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით კუთვნილი საგადასახადო ვალდებულების ოდენობას , საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელთან გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები მიმდინარე საგადასახადო პერიოდის შესაბამისი არასრული ნაწილისათვის, გადასახადის სახეების მიხედვით.“;
ბ ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :
„7. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადა ში.“;
გ) მე-9 და მე-10 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.
10. არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) ან/და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების შემცირება, ასევე მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).“;
დ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. გადასახადების ან/და სანქციების შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ საგადასახადო პერიოდზე (პერიოდებზე) ან/და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით საგადასახადო ვალდებულებების შემცირება.“;
ე) 131 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 132 და 133 ნაწილები:
„132 . სსზ-ის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეთანხმების პირობის დარღვევის საფუძვლით საგადასახადო შეთანხმების შეწყვეტის შემთხვევაში ფაქტობრივად დეკლარირებულ და გადაუხდელ გადასახადის თანხას ერიცხება საურავი შესაბამისი გადასახადისათვის ამავე კოდექსით დადგენილი გადახდის ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან.
133 . მიმდინარე არასრული საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის ან/და შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ არასრულ საგადასახადო პერიოდზე ან/და საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ გადასახადის (გადასახადების) სახეებზე გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო დეკლარაციით ვალდებულებების შემცირება, ასევე მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა (გარდა გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევისა).“;
ვ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ამ მუხლის მე-6 და 61 ნაწილებით გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის განცხადება საგადასახადო ვალდებულებების შესახებ არ უნდა იქნეს განხილული ამ კოდექსის 61-ე მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციად.“.
მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება საგადასახადო შეთანხმების თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გაფორმებულ, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე გაფორმებულ/გასაფორმებელ საგადასახადო შეთანხმებებზე.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 15 მაისი.
№6212-რს
დოკუმენტის კომენტარები