დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6606-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.016861 |
საქართველოს კანონი
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსშ ი ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) , 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე-18 მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) ავტოგასამართი სადგური და ავტოგასამართი კომპლექსი (ავტოგასამართი, აირგასამართი და აირსავსები სადგურები).
შენიშვნა: ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.“.
2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271 . ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა
ავტოგასამართი სადგურის ან ავტოგასამართი კომპლექსის (ავტოგასამართი, აირგასამართი ან აირსავსები სადგურის) მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების წესებით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ან/და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“ .
3. 103-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 ნაწილი:
„101 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებამდე და ფუნქციონირების დაწყებამდე ამ კოდექსის 271 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისა და შესაბამისი ჯარიმის დაკისრების უფლება აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ტექნიკურ და სამშენებლო ინსპექციას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ . სააკაშვილი
თბილისი,
2012 წლის 29 ივნისი.
№6606-რს
დოკუმენტის კომენტარები