„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 126
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 23/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 03/12/2015
სარეგისტრაციო კოდი 010220020.22.027.016338
  • Word
126
23/07/2012
ვებგვერდი, 23/07/2012
010220020.22.027.016338
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №126

2012 წლის 23 ივლისი

ქ. თბილისი

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 31 იანვრის №19 ბრძანებასა (სსმ, ვებგვერდი, 31.01 .2011 წ., 010.220.020.22.027.016.090) და ამ ბრძანებით დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. ბრძანების:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის თანდართული წესი.“;

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესი“;

ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ეს წესი განსაზღვრავს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სტრუქტურული ერთეულის მოქალაქეობის საკითხთა კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს, რომლის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები აგრეთვე განსაზღვრულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დებულებით.“.

მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი