„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 641
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 27/07/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/07/2012
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010340000.08.002.016584
  • Word
641
27/07/2012
ვებგვერდი, 27/07/2012
010340000.08.002.016584
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №641

2012 წლის 27 ივისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის № 286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., № 78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრVIII1   თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

თავი VIII1

საქართველოს ეკონომი კისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ორგანოების სახელმწიფო თანამდებობები

    მუხლი 301 . მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის პირველი მოადგილე;

ბ) მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 302 . წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სამსახურის უფროსი;

გ) ბიუროს უფროსი;

დ) სამსახურის უფროსი მოადგილე ;

ე) დეპარტამენტის უფროსი მოადგილე ;

ვ) სამმართველოს უფროსი;

ზ) მინისტრის მრჩეველი;

თ) მთავარი ბუღალტერი;

ი) სამდივნოს უფროსი.

    მუხლი 303 . უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) მინისტრის უფროსი თანაშემწე;

ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;

გ) მთავარი სპეციალისტი ;

დ) მინისტრის თანაშემწე;

ე) მინისტრის მოადგილ თანაშემწე.

    მუხლი 304 . უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) უფროსი სპეციალისტი;

ბ) სპეციალისტი;

გ) დამხმარე მოსამსახურე.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ.სააკაშვილი