საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 205-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2013
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.016898
205-რს
18/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
090000000.05.001.016898
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

   მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

      1. მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

      2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1821 მუხლი:

   „მუხლი 1821. სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესი 

  1. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს სასამართლო პროცესის აუდიო-, ვიდეოჩაწერა. სასამართლომ მოთხოვნისთანავე უნდა უზრუნველყოს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის მხარეებისათვის ან/და სხვა პირთათვის ხელმისაწვდომობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. თუ სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ, აუდიო-, ვიდეოჩანაწერის ასლი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ მხარეებს. ისინი ვალდებული არიან, ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-, ვიდეოჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.

   2. საზოგადოებრივი მაუწყებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლოს მიერ გამოტანილია განჩინება სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს ჩანაწერის მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის გადაცემა მათი მოთხოვნისთანავე.

   3. თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ სარგებლობს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილებით, ასეთი უფლებამოსილებით სარგებლობა შეუძლია საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ სხვა პირს სასამართლო სხდომის დაწყების წინ საქმის განმხილველი მოსამართლისათვის წერილობითი განცხადების წარდგენის საფუძველზე. თუ ასეთი განცხადება წარდგენილია ერთზე მეტი საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელის მიერ, მოსამართლე უფლებამოსილ პირს შეარჩევს წილისყრის საფუძველზე. პირს, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ეკისრება იმავე ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებაც.

  4. სასამართლოს თანხმობით, სასამართლო სხდომის ფოტოგადაღების, კინო-, ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება აქვთ ასევე მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებს, მხარეებს ან/და სხვა პირებს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული განჩინებით.

  5. სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, თავისი ადგილიდან განახორციელოს სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების შესრულებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები.

   6. თუ სასამართლო სხდომაში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, სხდომის ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა უნდა განხორციელდეს ნაფიც მსაჯულთა გადაღების, მათი ვინაობის, გარეგნული ნიშნების ან/და სხვა პერსონალური მონაცემების გამხელის გარეშე.

   7. ნებადართულია სასამართლოს ეზოსა და შენობის დერეფანში ფოტოგადაღება, კინო-, ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ეთერში გადაცემა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეზღუდვას უსაფრთხოების ინტერესები მოითხოვს. დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.“.

    3. 330-ე მუხლის:

    ა) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3ნაწილი:

  „31. 2014 წლის 1 ოქტომბრამდე, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ასევე განიხილავენ შემდეგი პირების სისხლის სამართლის საქმეებს:

   ა) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირისა, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა;

  ბ) პირისა, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად.“;

     ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „4. ამ მუხლის მე-3 და 31 ნაწილების მიზნებისათვის თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოების ტერიტორიული განსჯადობის წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ნაფიცი მსაჯულები კი შეირჩევიან შესაბამისად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან.“.

    4. 332-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. 2013 წლის 1 სექტემბრამდე გამოძიებისას დაკითხვა წარმოებს საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით (გარდა 305-ე მუხლის მე-6 ნაწილისა) დადგენილი წესით.“.

   5. 333-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. თუ ამ კოდექსის 1821 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების შესასრულებლად ცალკეულ სასამართლოებში აუცილებელია დამატებითი ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება, 1821 მუხლის პირველი ნაწილი ამოქმედდეს ამ ღონისძიებების დასრულებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2013 წლის 1 ივნისისა.“.

   მუხლი 2

   1. დაევალოს საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების შესასრულებლად საჭირო სახსრების საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფა.

  2. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა,  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი ამოქმედდეს 2013 წლის 1 მარტიდან.

  


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 იანვარი 2013 წ.

N205-რს