„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 35
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/01/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/01/2013
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010210050.08.002.016738
35
28/01/2013
ვებგვერდი, 28/01/2013
010210050.08.002.016738
„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №35

2013 წლის 28 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1.   „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის №1095 ბრძანებულებაში (სსმ III, 2010 წ., №172, მუხ. 2528) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული:
ა) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულების (დანართი №1) მე-3 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „31. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.“;

ბ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგის (დანართი №2):
ბ.ა) მე-2 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:                                                                                       

                         

„2

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

4

2950“;

 

ბ.ბ) მე-5 გრაფას დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 გრაფა:

                  

„51

დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

 

1

1800“.

 

 

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი