დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1521 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 19/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 12/07/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.001.090 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც“, „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტები:
„ც) აგროქიმიურ, ნიადაგის დაცვისა და აგროქიმიკატების ხარისხის განსაზღვრის სფეროში ლაბორატორიული საქმიანობა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
ძ) სამყნობი, სათესლე და სარგავი მასალების წარმოება, აგრეთვე მეცხოველეობის სფეროში სანაშენე საქმიანობა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
წ) წყლის, მათ შორის, მინერალური წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოება – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო.“.
2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის „ო.ზ“ ქვეპუნქტს სიტყვის „ცხოველური“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მცენარეული“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 19 ივნისი.
№1521–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები