საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 901-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/07/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2013
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016076
901-რს
29/07/2013
ვებგვერდი, 20/08/2013
010190020.04.001.016076
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 23-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 20 და არაუმეტეს 3000 ამომრჩევლისთვის. ამ საარჩევნო უბნების შედეგებს ცალკე ოქმით აჯამებს ცესკო.“.

2. 101-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ პარტიამ წარადგინა, მაგრამ რეგისტრაციაში არ გატარდა პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, ან თუ გაუქმდა პარტიის მიერ წარდგენილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო რეგისტრაცია.“.

3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1854 მუხლი:           

„მუხლი 1854. საარჩევნო უფლება საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის

1. ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას გაივლის 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით. ასეთი ამომრჩეველი თავისუფლდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და ფოტოსურათის გადაღებისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის (გარდა დაჩქარებული მომსახურების საფასურისა) გადახდისაგან, თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლის მოთხოვნასთან ერთად პირადობის მოწმობის გაცემის მოთხოვნის წარდგენა. ამომრჩეველი არ თავისუფლდება საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან, თუ იგი ბოლო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოიხსნა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტის ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლის გამო.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამომრჩეველი, რომელიც 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის რეგისტრაციას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თავისუფლდება აღნიშნულ ვადაში ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 185-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის იმავე მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობისაგან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

29 ივლისი 2013 წ.

N901-რს