დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1288-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 24/09/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/10/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.05.001.017119 |
|
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №21, 12.07.2002, მუხ. 81) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) საწარმოო-საინვესტიციო პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციების ანგარიშების საფუძველზე საწარმოო-საინვესტიციო პროგრამების დაფინანსების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობის მიერ სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად წინადადებების მომზადება;“. 3. მე-6 მუხლის: ა) მე-8 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) განიხილავს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენ ყოველწლიურ ანგარიშს სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;“; ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო თავის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს მთავრობას და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.“. 4. II თავი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. |
ქუთაისი, 24 სექტემბერი 2013 წ. N1288-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები