საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1443-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 04/10/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/10/2013
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017193
1443-Iს
04/10/2013
ვებგვერდი, 22/10/2013
090000000.05.001.017193
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 85-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. პროცესის მონაწილის ან/და სასამართლო სხდომაზე დამსწრის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს, შეწყვიტოს არასათანადო ქცევა. აღნიშნული მოწოდებისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პირის დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, მოსამართლის მითითებით სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს სასამართლოდან მის გაყვანას; ამასთანავე, აღნიშნული პირის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა ან პატიმრობა.“;

     ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. პირი სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევებულად ითვლება იმავე ინსტანციის სასამართლოში ამ ბრალდების საქმის განხილვის დასრულებამდე. სასამართლო სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია გაძევებულ პირს მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე მისცეს სხდომაზე დაბრუნების უფლება. გაძევებული პირი სხდომაზე დაბრუნდება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სასამართლო დააკმაყოფილებს ამ პირის საჩივარს სასამართლო სხდომის დარბაზიდან მისი გაძევების უკანონოდ ცნობისა და სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.“;

    გ) მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „14. ამ მუხლით გათვალისწინებული განკარგულება, გარდა დაპატიმრების შესახებ განკარგულებისა, შეიძლება გამოტანილ იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე და იგი შეიძლება ამავე მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილი წესით გაასაჩივროს პირმა, რომელზედაც ვრცელდება განკარგულება. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

   ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების უცვლელად დატოვების შესახებ;

   ბ) საჩივრის დაკმაყოფილების და პირის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გაუქმების ან/და სხდომაზე მისი დაბრუნების შესახებ.“;

   დ) მე-14 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 ნაწილები:

  „141. დაჯარიმების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულების გასაჩივრება აჩერებს ამ განკარგულების აღსრულებას.

  142. დაჯარიმების ან/და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ სასამართლო სხდომის თავმჯდომარის განკარგულება პირს, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა აღნიშნული ღონისძიება, გადაეცემა განკარგულების გამოტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა.“;    

    ე) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „16. დაპატიმრების შესახებ განკარგულება დაუყოვნებლივ შედის ძალაში. იგი შეიძლება გაასაჩივროს პირმა, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა პატიმრობა, სათანადო წესით მისთვის განკარგულების ასლის ჩაბარებიდან 48 საათის ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სასამართლოს. პირველი ინსტანციის სასამართლოს თავმჯდომარის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესთან. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის ან პალატის, გარდა დიდი პალატისა, თავმჯდომარის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში წესრიგის დარღვევის შესახებ მოსამართლის განკარგულება ერთჯერადად საჩივრდება იმ მოსამართლესთან, რომელიც არ მონაწილეობდა საქმის განხილვაში. საჩივარი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე და მისი განხილვის ვადა საჩივრის შეტანიდან 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული საჩივრის განმხილველი მოსამართლე განჩინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და გასაჩივრებული განკარგულების უცვლელად დატოვების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილების, პირის დაპატიმრების შესახებ განკარგულების გაუქმებისა და პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

4 ოქტომბერი 2013 წ.

N1443-Iს