დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1698-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 11/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016095 |
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) 48-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების შემთხვევაში იქმნება არჩევნების წლის 1 ივლისს, ხოლო საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე, შუალედური ან ხელახალი არჩევნების, საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე ან ხელახალი არჩევნების, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნების შემთხვევაში − არჩევნების დანიშვნიდან 3 დღის ვადაში.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. უწყებათაშორისი კომისია საქმიანობას წყვეტს ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნების დღიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 11 დეკემბერი 2013 წ. N1698-Iს |
დოკუმენტის კომენტარები