დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1915-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 27/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2013 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.017299 |
|
მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 741 მუხლი: „მუხლი 741. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა 1. სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტირების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.“. 2. 76-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 38-ე მუხლის პირველი−მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 27 დეკემბერი 2013 წ. N1915-რს |
დოკუმენტის კომენტარები