შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 554
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/06/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
554
11/06/2013
გამოუქვეყნებელი, 11/06/2013
000000000.00(0).000.000000
შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 554

2013 წლის 11 ივნისი

ქ. თბილისი

შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ „ინფრასტრუქტურული პროექ­ტების განხორციელებასთან დაკავშირებით წარმოქნილ პრობლემათა შემ­სწავლელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის 83 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კო­მისიის 2013 წლის 1 მაისის 1 ოქმის საფუძველზე, საქართველოს მთავ­რობის 2013 წლის 21 მაისის 470 განკარგულების შესაბამისად:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინის­ტრის მიმდინარე წლის 4 ივნისის 1-1/142 ბრძანების საფუძველზე სა­ქართველოს მთავრობის კანცელარიის, ეკონომიკისა და მდგრადი განვი­თარების, ფინანსთა, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრა­ს­ტრუქტურის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ერ­ოვნული ბიუროს წარმომადგენლების მონაწილეობით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის კანცელა­რი­ასა და შპს „არტესს“ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისის (საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული შენობა) სა­რეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების განხორციელებასთან დაკავ­ში­რე­ბით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოშობილი ყველა სახის ვალდებულებებისა და მოთხოვნების შესწავლას, შეფასებას, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენას და შეიმუშავებს წინადა­დე­ბებს სამოქმედო გეგმის, ვადებისა და სხვა დეტალების შესახებ;

ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიერ უნდა გან­ხორციელდეს ქ. თბილისში, ათონელის ქ. 25-ში მდებარე უძრავი ქო­ნების შეტანა შპს „ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიის“ (შემ­დგომში - კომპანია) კაპიტალში და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, მათ შორის ფინანსური (ავანსები, საჯარიმო სანქციები და სხვა) და სამართლებრივი ვალდებულებების გადაცემა კომპანიისათვის.

2. ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა 25-ში არსებული ადმინისტ­რა­ციული შენობის შეჩერებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემ­დგომში განხორციელების მიზნით, კომპანიამ უზრუნველყოს:

ა) საქართველოს მთავრობის 2011 წლის 7 სექტემბრის 29-ს განკარგულების საფუძველზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არქიტექტორები.ჯი2“-ს შორის 2011 წლის 20 დეკემბერს გა­ფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არქიტექტორები.ჯი2“-ის მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, საქარ­თ­ველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის 09-ს განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასა და შპს „არტესს“ შორის 2012 წლის 15 თებერვალს გაფორმებული 2 ხელშეკრულების ფარგლებში შპს „არტესის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მოცუ­ლო­ბებისა და ღირებულების, ასევე შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის საექსპერტო მომსახურე­ბების შესყიდვა;

ბ) შპს „არტესისა“ და მისი ქვეკონტრაქტორების მიერ ამ განკარ­გუ­ლების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოებისათვის შესყიდული მასალებისა და დანადგარების, აუდიო და ვიდეო სისტემების, ავეჯისა და სხვა ინვენტარის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ღირებულების დადგენის საექსპერტო მომსახურებების შესყიდვა;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მომენტიდან დღემდე შპს „არტესის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით დეფექტური აქტის მომზადების საექსპერტო მომ­სახურების შესყიდვა;

დ) ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა 25-ში არსებული ადმინისტ­რაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული საპ­როექტო დოკუმენტაციის მომზადებისათვის საპროექტო მომსახურებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზის მომსახურების შესყიდვა;

ე) ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა 25-ში არსებული ადმინის­ტრაციული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვა ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპ­როექტო დოკუმენტაციის მომზადების პარალელურ რეჟიმში;

ვ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალის­წინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში წარმოქმნილი დამა­ტებითი საჭიროების შემთხვევაში სხვა სახის საექსპერტო მომსახურებე­ბის შესყიდვა;

ზ) ქ. თბილისში, ათონელის ქუჩა 25-ში არსებული ადმინისტრა­ცი­ული შენობის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების ხელშეწყობისა და კომპანიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის მომსახურებების შესყიდვა.

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომ­სახურებებისა და სამუშაოების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვით.

4. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონის­ძი­ებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­ თვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსა­ ხორ­ ცი­ელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრა ­დი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 200 000 (ორასი ათასი ლარი) ლარი კომპანიისთვის გადასაცემად, მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით .

5. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსახორციელებელი ღონის­ძიებების შესყიდვისათვის საჭირო შესაძლო დამატებითი ხარჯების და­ფინანსების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა­რების მინისტრის მიმდინარე წლის 4 ივნისის 1-1/142 ბრძანების საფუძ­ველზე შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმა­ცი­ის წარდგენა „ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელე­ბას­თან დაკავშირებით წარმოქმნილ პრობლემათა შემსწავლელი სამთავრო­ბო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 18 აპრილის 83 დადგენილებით შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომაზე.

 

პრემიერ-მინისტრი                               ბიძინა ივანიშვილი