დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის N242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/02/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016620 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 20 აპრილის №242 ბრძანებით (ვებგვერდი, 110420018, 20.04.2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016174) დამტკიცებულ ადმინისტრაციული სამმართველოს დებულებაში (დანართი №6) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ-უ“ ქვეპუნქტები:
„რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, სახელმწიფო ხაზინის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და სათანადო მსვლელობის მიცემა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, იურიდიული კონსულტაციების გაწევა სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის; ტ) სახელმწიფო ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამის სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მათ შესახებ სახელმწიფო ხაზინის თანამშრომელთა დროული ინფორმირება; უ) პროტოკოლის წარმოება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები