ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/04/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 06/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.142.016077
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
27/03/2014
ვებგვერდი, 03/04/2014
200130000.35.142.016077
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/04/2014 - 31/03/2015)

 

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2014 წლის 27 მარტი

ქ. ნინოწმინდა

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი და მისი განაკვეთები განისაზღვროს დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი  განაკვეთების შესახებ” ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 28 მარტის  №2 დადგენილება (სსმ ვებგვერდი  03.04. 2013 წ.).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი



დანართი
ადგილობრივი (ქონების) გადასახადის განაკვეთები

მუხლი 1
საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების ღირებულების 1 პროცენტი. ამ მუხლის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში უნდა გაიზარდოს:
ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;
ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;
გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;
დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს - 3-ჯერ.
მუხლი 2
1. საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთია დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1 პროცენტი.
2. სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგით გაცემულ დასაბეგრ ქონებაზე წლიური გადასახადი ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში განისაზღვრება მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისათვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტის ოდენობით.
მუხლი 3
ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05 პროცენტი;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8 პროცენტი.
მუხლი 4
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე (გარდა მე-5 მუხლით გათვალისწინებული მიწებისა) ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის  დასახელება

ქონების გადასახადის განაკვეთი

( ლარი/ჰა )

სახნავები  და საკარმიდამო

სათიბები

საძოვრები

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი

76

20

16

 

შენიშვნა: სამხრეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთ მოცემულ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი უმცირდებათ 50 პროცენტით.

მუხლი 5
ტყის მიწებისთვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია ამ დანართის  მე-4  მუხლით დადგენილი შესაბამისი ოდენობა.
მუხლი 6
ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწების ერთ ჰექტარზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთია 3 ლარი.
მუხლი 7
არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

 

ზონების დასახელება

ტერიტორიული კოეფიციენტი

საბაზისო განაკვეთი 1მ2–ზე (ლარებში)

წლიური გადასახადის განაკვეთი 1მ2–ზე (3 x  4)

1

2

3

4

5

 

ქალაქის მიწებისთვის

0,55

0,24

0,132

2

დანარჩენი დასახლებებისათვის (სოფლებისთვის)

0,35

0,24

        0,084

 

მუხლი 8
ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესი, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებული ქონების სახეები დადგენილია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე და 206-ე მუხლებით.
მუხლი 9
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ2“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, შესაბამისი დასაბეგრი ობიექტის მიხედვით, ქონების გადასახადისგან გათავისუფლდეს:
1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები, რომლის ფართობი არ აღემატება 1500 კვადრატულ მეტრს.
2. ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.