საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2289-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016105
2289-IIს
17/04/2014
ვებგვერდი, 17/04/2014
010190020.04.001.016105
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1. 31-ე მუხლის:

    ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისთვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების საფუძველზე. ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ შეიტანება იმ პირთა შესახებ მონაცემები, რომელთა სახელზე ბოლოს გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმდა გაყალბების ან ბათილად ცნობის გამო, ან რომელთაც არ აუღიათ მიმდინარე არჩევნების დროისთვის იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი, თუ ეს პირები არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა რეგისტრაციას არ გაივლიან სააგენტოში;“;

    ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „11. საუბნო საარჩევნო კომისიას არაუგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, ხოლო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსია (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.“.

    2. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

  „71. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში. გამონაკლისია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიტანება ფოტოსურათების გარეშე, აგრეთვე ამ მუხლის  პირველი პუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული ამომრჩევლები, რომელთა შესახებ მონაცემები ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეიძლება შეტანილ იქნეს ფოტოსურათების გარეშე.“.

    3. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ იგივე მონაცემები, რომლებიც არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში, გარდა მისი ფოტოსურათისა, და დამატებით აღინიშნება ამ ამომრჩევლის რიგითი ნომერი ამომრჩეველთა ერთიან ან სპეციალურ სიაში.“.

    4. 49-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება სტიქიური უბედურების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და ამ კანონის შესაბამისად სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მიერ საარჩევნო უბნების მოწყობის დაფინანსებაზე, ხოლო შუალედური არჩევნების დროს აღნიშნული პუნქტები მოქმედებს მხოლოდ იმ საარჩევნო ოლქებთან მიმართებით, სადაც ტარდება შუალედური არჩევნები.“.

   5. 62-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „11. ჩანაწერთა წიგნი კენჭისყრის შედეგების შეჯამების შემდეგ იხურება, მას ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი და იგი მოწმდება საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდით. ჩანაწერთა წიგნი შემოსულ განცხადებებთან/საჩივრებთან ერთად ილუქება და საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმთან/ოქმებთან და ამ კანონის 67-ე მუხლის 51 პუნქტში აღნიშნულ დალუქულ დოკუმენტებთან ერთად გადაეცემა ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას.“.

   6. 65-ე მუხლის:

  ა) მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ა) კენჭისყრის ოთახში შესვლისას ამომრჩეველი გადის მარკირების შემოწმების პროცედურას. თუ ამომრჩეველი არ იქნება მარკირებული, მას მიეცემა კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველს შეუშვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი მას წარუდგენს თავის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამომრჩევლისთვის განკუთვნილ სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება;

   ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის იმ სარეგისტრაციო მაგიდასთან, რომელსაც მიეკუთვნება ამომრჩეველთა სიაში შეტანილი მისი გვარის პირველი ასო, და ამომრჩეველთა რეგისტრატორს წარუდგენს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას ან საქართველოს მოქალაქის პასპორტს, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი − დევნილი – აგრეთვე დევნილის მოწმობას. ამომრჩეველთა რეგისტრატორი ამოწმებს წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობას და ამ ამომრჩევლის სახისა და წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში და ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათების ერთმანეთთან შესაბამისობას. შესაბამისობის დადასტურების შემთხვევაში ამომრჩეველთა რეგისტრატორი ახორციელებს ამომრჩევლის მარკირებას და ხელს აწერს ამომრჩეველთა სიის სათანადო გრაფაში, რის შემდეგაც ამომრჩეველი ხელმოწერით ადასტურებს საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების მიღებას. საარჩევნო ბიულეტენის/ბიულეტენების გაცემისას ამომრჩეველთა რეგისტრატორი ხელს აწერს მის/მათ უკანა გვერდზე სათანადო გრაფაში და ბიულეტენს/ბიულეტენებს ამოწმებს სპეციალური ბეჭდით;“;

   ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

   „21. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმებისას დადასტურდა, რომ წარდგენილ დოკუმენტში/დოკუმენტებში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემები (გარდა ფოტოსურათისა) შეესაბამება ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამომრჩეველთა რეგისტრატორმა ამ ამომრჩევლის სახე და წარდგენილ დოკუმენტში ან ამომრჩეველთა სიაში არსებული ფოტოსურათი ერთმანეთთან შეუსაბამოდ მიიჩნია, იგი მიმართავს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც ამ მუხლის 22 პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ ამომრჩეველს მისცემს კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებას.

    22. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ:

   ა) დაადასტურა ამ მუხლის 21 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე აკეთებს ჩანაწერს, რომელშიც აღნიშნავს შეუსაბამობის ფაქტს, ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს. ეს ჩანაწერი დასტურდება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერებით. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით;

   ბ) არ დაადასტურა ამ მუხლის 21 პუნქტში აღნიშნული შეუსაბამობა, მაგრამ მას არ დაეთანხმა ამომრჩეველთა რეგისტრატორი, რომელმაც გამოავლინა შეუსაბამობა, ჩანაწერთა წიგნში საამისოდ განკუთვნილ გვერდზე იგი ჩაწერს თავის განსაკუთრებულ აზრს და ხელს მოაწერს, რის შემდეგაც საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი იქვე ჩაწერს ამომრჩევლის სახელს, გვარს და ამომრჩეველთა სიაში მის რიგით ნომერს და ჩანაწერს თავისი ხელმოწერით დაადასტურებს. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ჩანაწერთა წიგნს დაურთავს ამომრჩევლის მიერ წარდგენილი დოკუმენტის ფოტოასლს, რომელსაც დაამოწმებს თავისი ხელმოწერით.“.

   7. 67-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

  „51. ზემოაღნიშნული პროცედურების დასრულებისთანავე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი აღრიცხავს ამ კანონის 65-ე მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა რაოდენობას, ჩანაწერთა წიგნისთვის დართული დოკუმენტების რაოდენობას და შესაბამის მონაცემებს შეიტანს ჩანაწერთა წიგნში, რის შემდეგაც შეფუთავს და დალუქავს ამ დოკუმენტებს, პაკეტზე მიუთითებს საარჩევნო უბნის ნომერს, დოკუმენტების სახეობას და ხელს მოაწერს დალუქულ პაკეტს.“.

   8. 75-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

  „10. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი კენჭისყრის შედეგების შეჯამებიდან 7 დღის ვადაში გახსნის საუბნო საარჩევნო კომისიების დალუქულ ჩანაწერთა წიგნებს, გადაიღებს წიგნების იმ გვერდების ასლებს, რომლებზედაც შესრულებულია ამ კანონის 65-ე მუხლის 22 პუნქტით და 67-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერები (ამის შემდეგ ჩანაწერთა წიგნი ისევ უნდა დაილუქოს), თავისი ხელმოწერით დაამოწმებს ჩანაწერებს და შესაბამის დალუქულ დოკუმენტებთან (პირადობის მოწმობების/პასპორტების ფოტოასლები) ერთად გადასცემს ცესკოს.“.

   9. 76-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

  „9. ცესკო ნებისმიერი არჩევნების დროს კენჭისყრის ჩატარებიდან 40 დღის ვადაში დაამუშავებს საოლქო საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ, ამ კანონის 75-ე მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებს და თითოეული შემთხვევისთვის ცალკე დოკუმენტს ქმნის: ყოველი დოკუმენტი შეიცავს ჩანაწერთა წიგნის სათანადო გვერდის დამოწმებულ ასლს და თანდართულ შესაბამის დოკუმენტებს. ეს მასალები კენჭისყრის ჩატარებიდან არაუგვიანეს 45-ე დღისა გადაეცემა სააგენტოს, რომელიც ვალდებულია შეისწავლოს ისინი შესაბამის პირთა ვინაობის გადასამოწმებლად. თუ გადამოწმების შედეგად გამოვლინდა არჩევნებში ყალბი ან სხვისი დოკუმენტის საფუძველზე მონაწილეობა ან მონაწილეობის მცდელობა, პირს დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1642 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“.

    10. 143-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას.“.

    11. 144-ე მუხლის:

    ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა − ამ კანონის 141-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას.“;

   ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად შეიძლება იყოს შესაბამისი პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულ სიაში.“.

   12. 150-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ერთი ეგზემპლარი არჩევნების შედეგების შეჯამებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა ეგზავნება ცესკოს, მეორე ეგზემპლარი ინახება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მესამე ეგზემპლარი გადაეცემა საკრებულოს სამანდატო კომისიას, ხოლო ოქმის დამოწმებული ასლები გადაეცემათ პარტიების, საარჩევნო ბლოკების წარმომადგენლებს.“.

   13. 1843 მუხლი ამოღებულ იქნეს.

   14. 1857 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 1857. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის ზოგიერთი ახალი ვადის დადგენა

   1. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების პერიოდში ქვემდგომი საარჩევნო კომისიის/კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში ცესკო განცხადებას/საჩივარს იხილავს ამ კანონით დადგენილი წესით, მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში და არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 24-ე დღისა.

   2. ამ კანონის 116-ე მუხლის მე-3 და მე-7 პუნქტებით დადგენილი ვადების ნაცვლად 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისათვის დადგინდეს შემდეგი ვადები:

  ა) საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარსადგენად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას განცხადებით მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა;

  ბ) საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია წარუდგინოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა.“.

 

   მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 აპრილი 2014 წ.

N2289-IIს