სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2285-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/04/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 240110000.05.001.017395
2285-IIს
17/04/2014
ვებგვერდი, 02/05/2014
240110000.05.001.017395
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. პირველი მუხლის:

   ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. ამ კოდექსის მიზანია ადამიანის  სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.

   2. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.“;

   ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:

   ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;

  ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს;

   გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;                                

  დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;

   ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;

   ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;

   ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;

   თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს;

  ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.“.

   2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

   ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

  ა) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი პროდუქტი. სურსათი ასევე მოიცავს ყველა სახის სასმელს (მათ შორის, სასმელ წყალს), საღეჭ რეზინს და სურსათში გამოსაყენებელ ნებისმიერ ნივთიერებას (წყლის ჩათვლით), რომელიც გამოიყენება სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს: ცხოველის საკვებს, ცოცხალ ცხოველებს (გარდა იმ ცხოველებისა, რომლებიც გამზადებულია ბაზარზე განსათავსებლად, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის), მცენარეებს (მოსავლის აღებამდე), სამკურნალო და ჰომეოპათიურ საშუალებებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, კოსმეტიკურ საშუალებებს, ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;

   ბ) პირველადი წარმოება – პროცესი, რომელიც მოიცავს: მცენარის მოყვანას (მოსავლის აღების, ნაყოფის კრეფის ჩათვლით); ცხოველის გაზრდას, მოშენებას დაკვლამდე, აგრეთვე რძის წველას. პირველადი წარმოება ასევე მოიცავს ნადირობას, თევზჭერას და ველური მცენარეების შეგროვებას;

  გ) ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – საქმიანობა, რომლის მიზანია ცხოველის (მათ შორის, შინაური ცხოველის) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დაავადებათა პროფილაქტიკა და მკურნალობა, უვნებელი ცხოველური პროდუქტის წარმოება, ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა და ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა;

  დ) ბიოწარმოება – მეურნეობის მართვის ერთიანი სისტემა წარმოების ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას, შეესაბამება ბიოწარმოების წესით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე და ეს შესაბამისობა დადასტურებულია შესაბამისობის სერტიფიკატით;

   ე) გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი −  ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს;

  ვ) პირველადი პროდუქტი − ადამიანის ან ცხოველის საკვებად განკუთვნილი პროდუქტი, რომელიც მიღებულია პირველადი წარმოებიდან გადამუშავებამდე (მათ შორის, ნიადაგიდან) ცხოველის მოშენების, ნადირობის ან თევზჭერის შედეგად;

   ზ) ცხოველის საკვები – ცხოველის საკვებად გამოსაყენებელი ნებისმიერი გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი ნივთიერება ან პროდუქტი (საკვებდანამატის ჩათვლით);

   თ) ცხოველური პროდუქტი − ცხოველური წარმოშობის სურსათი, აგრეთვე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

   ი) მცენარეული პროდუქტი − მცენარეული წარმოშობის სურსათი, აგრეთვე მცენარეული წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი, რომელიც, თავისი ბუნებიდან ან გადამუშავების თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლოა მავნე ორგანიზმების გაჩენისა და გავრცელების რისკს ქმნიდეს;

   კ) ცხოველი − ნებისმიერი ხერხემლიანი თუ უხერხემლო ცხოველი (ყველა სახეობის ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი, წყალხმელეთა ძუძუმწოვარი, ამფიბია, კიბოსნაირი, მოლუსკი, საინკუბაციო კვერცხი, განაყოფიერებული ქვირითი);

  ლ) შინაური ბინადარი ცხოველი − ნებისმიერი სახეობის ცხოველი, რომელიც ექვემდებარება ადამიანის მიერ მოვლას და რომელსაც არ იყენებენ სურსათის (მათ შორის, ხორცის, რძისა და კვერცხის), ბეწვის, ბუმბულის, ტყავის და სხვა ნებისმიერი ცხოველური პროდუქტის საწარმოებლად;

  მ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია − ცხოველისათვის ან/და ცხოველთა ჯგუფისათვის ინდივიდუალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მისი ნიშანდება და ერთიან რეესტრში შეტანა; 

   ნ) ცხოველის კეთილდღეობა − ცხოველის მოვლა-შენახვისა და ბუნებრივი ქცევისათვის საჭირო პირობების შექმნა, რომელიც მოიცავს ცხოველის საკვებისა და წყლის ხელმისაწვდომობას, დაავადებისაგან, ტკივილისაგან, შიშისა და სხვა სტრესისაგან მის დაცვას;

  ო) მცენარე − ცოცხალი მცენარეები და მათი ნაწილები (თესლისა და გენეტიკური მასალის ჩათვლით);

  პ) სახელმწიფო კონტროლი – უფლებამოსილი პირის ქმედება  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

  ჟ) კომპეტენტური ორგანო − სახელმწიფო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი;

  რ) მაკონტროლებელი ორგანო − იურიდიული პირი, რომელსაც კომპეტენტური ორგანოს მიერ დელეგირებული აქვს სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული ამოცანის შესრულება;

   ს) უფლებამოსილი პირი – სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი პირი, რომელსაც უფლებამოსილებას კომპეტენტური ორგანო ანიჭებს;

   ტ) გადამუშავება − ნებისმიერი პროცესი, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის პირველად პროდუქტს (მათ შორის, გაცხელება, შებოლვა, გახმობა, დამწიფება, გამოშრობა, დამარილება, გაწურვა, ექსტრაქცია, ექსტრუზია ან ამ პროცესთა ნებისმიერი კომბინაცია);

  უ) გადაუმუშავებელი სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელსაც არ გაუვლია გადამუშავება და რომელიც დაიკლა, გატყავდა, დანაწილდა, დაიჩეხა, დანაწევრდა, დაიჭრა ნაჭრებად, გამოეცალა ძვლები,  დაიფქვა, დაქუცმაცდა, გაიწმინდა, მოიჭრა, მოსცილდა ხაოიანი ნაწილი, გაიფცქვნა, გაცივდა, გაიყინა, სწრაფად გაიყინა ან გალღვა;

   ფ) გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები – პროდუქტი, რომელიც მიიღება გადაუმუშავებელი სურსათის/ცხოველის საკვების გადამუშავების შედეგად. გადამუშავებული სურსათი/ცხოველის საკვები შეიძლება შეიცავდეს ინგრედიენტებს, რომლებიც აუცილებელია მის საწარმოებლად ან მისთვის სპეციფიკური თვისებების მისანიჭებლად;

   ქ) საკვებდანამატი – ნივთიერება, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება სურსათად/ცხოველის საკვებად, მაგრამ ემატება სურსათს/ცხოველის საკვებს წარმოების, გადამუშავების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც ეს ნივთიერება ან მისი გარდაქმნის პროდუქტი სურსათის/ცხოველის საკვების ინგრედიენტი ხდება;

  ღ) მავნე სურსათი/ცხოველის საკვები − ისეთი სურსათი/ცხოველის საკვები, რომელიც არ შეესაბამება სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს;

  ყ) ბიზნესოპერატორი – პირი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, პირველად წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას და რომელიც პასუხისმგებელია თავისი საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობისთვის;

   შ) მცირე ბიზნესი − იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომლის წლიური ბრუნვა არ აღემატება 200 000 ლარს;

  ჩ) აღიარება − რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება;

   ც) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები – პროცესის ყოველი ეტაპი, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის,  ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის,  პესტიციდის, აგროქიმიკატის იმპორტის, ექსპორტის, პირველადი წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეგროვების, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდების ჩათვლით;

   ძ) ტრადიციული მეთოდი – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, გადამუშავება ან/და დისტრიბუცია, აგრეთვე პირველადი წარმოება ისტორიულად ჩამოყალიბებული, თაობიდან თაობისთვის გადაცემული მეთოდების გამოყენე­ბით, ტრადიციული ადგილობრივი ფერმერული მეურნეობებისა და სხვა ტრადიციული სამეურნეო საქმიანობების ჩათვლით;

   წ) მაღალმთიანი რეგიონი – გეოგრაფიული არეალი, რომ­ელიც შეესაბამება „მაღალმთიანი რეგიონების სოცი­ა­ლურ-ეკ­ონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კანონით განსაზღვრულ მაღალმთიანი რეგიონის ცნე­ბას;

   ჭ) ოჯახური წარმოება – სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ან/და პირველადი წარმოება არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;

  ხ) ოჯახური წარმოების სუბიექტი – ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას ან/და პირველად წარმოებას არაორგანიზებულად ან/და პირადი მოხმარების მიზნით;

   ჯ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი −  ნაკვეთის ან ნაგებობის ერთეული ან ამ ერთეულთა ერთიანობა, რომელიც იმართება ფიტოსანიტარიული მოთხოვნების შესაბამისად;

   ჰ) ბაზარზე განთავსება – ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული  პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სასყიდლით ან უსასყიდლოდ მიწოდება, აგრეთვე გადაცემის სხვა ფორმები;

  ჰ1) საცალო ვაჭრობის პუნქტი – ობიექტი, სადაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის საბოლოო მომხმარებლისათვის მიწოდება;

  ჰ2) საბოლოო მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელიც სურსათს/ცხოველის საკვებს, ცხოველს, მცენარეს, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებს, ვეტერინარულ პრეპარატს, პესტიციდს ან/და აგროქიმიკატს სარეალიზაციოდ არ იყენებს;

   ჰ3) საფრთხე – სურსათში/ცხოველის საკვებში, ცხოველში, მცენარეში, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებში ისეთი ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური აგენტის არსებობა ან სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ისეთი მდგომარეობა, რომელმაც შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს;

  ჰ4) რისკი – საფრთხიდან გამომდინარე, ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობაზე, მცენარის სიჯანსაღეზე მავნე ზემოქმედების გამოვლენის ალბათობა და სიმძიმე;

   ჰ5) ვეტერინარი ექიმი − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული, სათანადო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

  ჰ6) ვეტერინარი ტექნიკოსი − პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პროფესიული დიპლომი ან სერტიფიკატი;

   ჰ7) მიკვლევადობა – სურსათის/ცხოველის საკვების, მასში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნებისმიერი ნივთიერების, სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებული ტარისა და შესაფუთი მასალის, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის შესახებ მონაცემებისა და ინფორმაციის დადგენის შესაძლებლობა მათი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

   ჰ8) პარტია – ერთი სახეობისა და დასახელების სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის ან აგროქიმიკატის იდენტიფიცირებადი რაოდენობა, გამოშვებული ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის მიერ ერთი და იმავე ცვლის დროს და გაფორმებული ერთნაირი ეტიკეტით;

  ჰ9) ეტიკეტი – სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველურ და მცენარეულ  პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან ან აგროქიმიკატთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე ან/და მასთან დაკავშირებულ თანდართულ დოკუმენტზე;

   ჰ10) შეუსაბამობა − სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში ბიზნესოპერატორის საქმიანობის  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა;

   ჰ11) აკრედიტებული ლაბორატორია – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;

  ჰ12) დაავადება – ინფექციის კლინიკური ან/და პა­თო­ლო­გი­უ­რი გამოვლინება, აგრეთვე სხვადასხვა ზემოქმედების შედეგად ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირების (ცხოველმყოფელობის) დარღვევა;

   ჰ13) ინფექცია – ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში პათოგენური აგენტის შეჭრა, ადაპტაცია, გამრავლება და მასპინძელი ორგანიზმის საპასუხო რეაქცია;

   ჰ14) დასნებოვნებული კერა ­– ზონა, რომელშიც და­დასტურებულია გადამდები დაავადების ან მისი აღმძვრელის არსებობა;

   ჰ15) ეპიზოოტია – დროის გარკვეულ მონაკვეთში, განსაზღვრულ ტერიტორიაზე გადამდები დაავადებით ერთდროულად მრავალი ცხოველის დასენიანება;

   ჰ16) გადამდები დაავადება – ცხოველის ინფექციური ან ინვაზიური დაავადება, რომელიც დაავადებული ორგანიზმიდან ჯანმრთელ ორგანიზმს გადაედება;

   ჰ17) ზოონოზური დაავადება – ცხოველის ისეთი გადამდები დაავადება, რომელიც ბუნებრივად გადაედება ცხოველიდან ადამიანს და ადამიანიდან ცხოველს;

   ჰ18) ვეტერინარული კეთილსაიმედოობა − განსაზღვრულ ტერიტორიაზე დაავადებების არარსებობა;

   ჰ19) კრიზისული მდგომარეობა − ბუნებრივად ან ადამიანის მიერ გამოწვეული მოულოდნელი და სახიფათო მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის, ცხოველის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, მცენარის სიჯანსაღეს, ინფრასტრუქტურას, გარემოს და დროულ რეაგირებას მოითხოვს;

   ჰ20) ვეტერინარული პრეპარატი – ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური ეფექტის მქონე ნებისმიერი ნივთიერება ან ნივთიერებათა კომბინაცია, რომელიც გამოიყენება ცხოველთა დაავადების დიაგნოსტიკისათვის ან დაავადების სიმპტომების აღმოსაფხვრელად, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე ცხოველთა სასიცოცხლო და ფიზიოლოგიური ფუნქციების აღსადგენად ან/და შესაცვლელად;

    ჰ21) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი − ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეესაბამება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციით დადგენილ სერტიფიკატის ფორმას და ადასტურებს, რომ ტვირთი აკმაყოფილებს ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს;

   ჰ22) ჰიგიენური სერტიფიკატი – სურსათის/სურსათთან დაკავშირებული ტარის უვნებლობის ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

   ჰ23) ვეტერინარული სერტიფიკატი – ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) კოდექსების შესაბამისად, წარმოშობის ქვეყნის ან/და ექსპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული, ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

   ჰ24) პესტიციდი − ქიმიური ან ბიოლოგიური პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მცენარეთა დაავადებებისა და მათი გადამტანების, მავნებლებისა და სარეველა მცენარეების, შენახული სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაავადებებისა და მავნებლების, მღრღნელების, ცხოველთა პარაზიტების წინააღმდეგ, აგრეთვე მცენარეთა ზრდის რეგულირებისათვის, მოსავლის აღების წინ მცენარეთათვის ფოთლების მოსაცილებლად (დეფოლიანტები) და მცენარეების შესახმობად (დესიკანტები), საცავების, საწყობების, სატრანსპორტო საშუალებების, სათბურების, ნიადაგის, მცენარეული პროდუქტებისა და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პროდუქციის გაუსნებოვნებისათვის;

    ჰ25) აგროქიმიკატი – „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სასუქი ან/და ქიმიური მელიორანტი. ეს ტერმინი ვრცელდება ტორფზე, თუ ის სასოფლო-სამეურნეო კულტურებისათვის სასუქის სახით გამოიყენება;

   ჰ26) საკარანტინო ზონა − გეოგრაფიული არეალი, რომელშიც იყო ან  არის დაავადებული ცხოველი ან დაავადებაზე საეჭვო ცხოველი და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე ზონა, რომელშიც არსებობს საკარანტინო მავნე ორგანიზმი და ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი;

   ჰ27) მცენარეთა კარანტინი − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან მათი სახელმწიფო კონტროლის უზრუნველსაყოფად;

   ჰ28) ვეტერინარული კარანტინი − ღონისძიება ან ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია გადამდები დაავადებების გამოსავლენად ან/და მათი გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

   ჰ29) ფიტოსანიტარიული ზომა − პროცედურა, რომელიც გამოიყენება საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრის ან/და გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების მიერ გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შესამცირებლად;

   ჰ30) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი – მცენარე, მცენარეული პროდუქტი ან სხვა ორგანიზმი, დასაწყობების ადგილი, შეფუთვა, სატრანს­პორ­ტო საშუალება, კონტეინერი, ნიადაგი ან მასალა, რომელშიც შესაძლებელია არ­სებობდეს მავნე ორგანიზმი ან/და რომელიც ხელს უწყობს მის გავრცელებას და რომლის მიმართ აუცილებელია ფიტოსანიტარიული ზო­მების გამოყენება, განსაკუთრებით საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;

   ჰ31) ცხოველთა საკარანტინო დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება ფართო არეალზე სწრაფი გავრცელებით, ცხოველთა მაღალი ავადობით ან სიკვდილიანობით;

   ჰ32) მავნე ორგანიზმი − მცენარეებისათვის ან მცენარეული პროდუქტებისათვის მავნე მცენარის, ცხოველის ან პათოგენური აგენტის ნებისმიერი სახეობა, სახესხვაობა ან ბიოტიპი. მავნე ორგანიზმი შეიძლება იყოს საკარანტინო ან არასაკარანტინო;

   ჰ33) საკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელსაც პოტენციური ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს საფრთხისადმი დაქვემდებარებული იმ ზონისათვის, რომელშიც ის ჯერ არ არსებობს, ან არსებობს, მაგრამ შეზღუდულად არის გავრცელებული და სახელმწიფო კონტროლის ქვეშაა;

   ჰ34) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმი − მავნე ორგანიზმი, რომელიც მოცემული ზონისათვის არ არის საკარანტინო მავნე ორგანიზმი;

   ჰ35) ტვირთი − მცენარის ან მცენარეული პროდუქტის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც გადაადგილდება შესაბამისი ფიტოსანიტარიული სერტიფიკატით. ტვირთი შეიძლება შედგებოდეს ერთი ან ერთზე მეტი პარტიისაგან;

   ჰ36) სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერება − „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნივთიერება;

   ჰ37) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემა − სისტემა, რომელიც საფრთხეების იდენტიფიცირებით და მათი კონტროლის განხორციელებით უვნებელი სურსათის წარმოების შესაძლებლობას იძლევა;

   ჰ38) ცხოველური ნარჩენი − ცხოველის მოვლასთან და შენახვასთან დაკავშირებული ნარჩენი, ლეში, აბორტირებული ან მკვდრადშობილი ნაყოფი, ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტი;

   ჰ39) სააგენტო − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო.“.

   3. მე-3−მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა  ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპები

   სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის ძირითადი პრინციპებია:

   ა) რისკის ანალიზი;

   ბ) პრევენცია;

   გ) გამჭვირვალობა;

   დ) მომხმარებელთა ინტერესების დაცვა.

  

მუხლი 4. რისკის ანალიზის პრინციპი

  1. ამ კოდექსით გათვალისწინებული ზომები და ქმედებები რისკის ანალიზს უნდა ეფუძნებოდეს.

   2. რისკის ანალიზი მოიცავს სამ ურთიერთდაკავშირებულ კომპონენტს:

   ა) რისკის შეფასება;

   ბ) რისკის კომუნიკაცია;

   გ) რისკის მართვა.

   3. რისკის ანალიზთან დაკავშირებული ღონისძიებებია:

  ა) შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისათვის და სხვა დაინტერესებულ მხარეთათვის სამეცნიერო დასკვნის საჭიროებისამებრ წარდგენა;

  ბ) რისკის შეფასებისა და სახელმწიფო კონტროლის მეთოდოლოგიის შემუშავების ხელშეწყობა და კოორდინირება;

   გ) სამეცნიერო და ტექნიკური მონაცემების საჭიროებისამებრ მოკვლევა, შეგროვება, აღრიცხვა და ანალიზი;

   დ) ახალი საფრთხეების საჭიროებისამებრ იდენტიფიცირება და აღწერა;

    ე) დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობის ხელშეწყობა;

   ვ) მეცნიერული და საექსპერტო დახმარება ამ კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად საგანგებო ზომების მიღებისას;

    ზ) რისკის ანალიზთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

 

   მუხლი 5. რისკის შეფასება

   1. რისკის შეფასება მოიცავს ოთხ საფეხურს:

   ა) საფრთხის იდენტიფიცირებას;

   ბ) საფრთხის აღწერა-დახასიათებას;

   გ) საფრთხის ზეგავლენის შეფასებას;

   დ) რისკის დახასიათებას.

  2. რისკის შეფასება ეფუძნება ხელმისაწვდომ, მეცნიერულად  დასაბუთებულ შედეგებსა და მონაცემებს.

   3. რისკის შეფასება ხორციელდება დამოუკიდებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ.“.

   4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 7. რისკის მართვა

   1. რისკის მართვა არის რისკის შეფასებისაგან განსხვავებული პროცესი, რომლის მიზანია, რისკის შეფასების შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო ალტერნატივის შერჩევის საშუალებით რისკის პრევენციისა და კონტროლის შესაბამისი ზომების შერჩევა.

  2. რისკის შესამცირებლად, აღმოსაფხვრელად და პრევენციისათვის მიღებული ზომები ეფექტიანი, ობიექტური და რისკის პროპორციული  უნდა იყოს.“.

   5. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

   6. მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 9. პრევენციის პრინციპი

  1. განსაკუთრებული გარემოების დროს, როდესაც არსებული ინფორმაციის საფუძველზე არსებობს ეჭვი ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული საფრთხის არსებობის შესახებ, ამასთანავე, დროებით ვერ ხერხდება ამ ინფორმაციის მეცნიერულად  დასაბუთება, შესაძლებელია რისკის მართვის დროებითი ზომების მიღება.

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მიღებული ზომები საფრთხის პროპორციული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს გონივრულ ვადაში, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობასთან ან მცენარის სიჯანსაღესთან დაკავშირებული რისკის ბუნებიდან გამომდინარე.

 

   მუხლი 10. გამჭვირვალობის პრინციპი

  1. რისკის შეფასების, რისკის მართვის ზომების შემუშავებისა და განხილვის  პროცესი არის საჯარო, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული  შემთხვევებისა.

   2. რისკის შესახებ დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში, ამ რისკის ხასიათიდან, მასშტაბიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, სააგენტო ვალდებულია საზოგადოებას მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობაზე ან მცენარის სიჯანსაღეზე საფრთხის ზეგავლენის და საფრთხის შემცველი პროდუქტის შესახებ, აგრეთვე იმ ზომების თაობაზე, რომლებიც მიიღება რისკის შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად.“.

   7. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი:

   „მუხლი 101. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის პრინციპი

   1. მომხმარებელს უნდა მიეწოდოს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული  აუცილებელი, უტყუარი, სრული ინფორმაცია, რაც მას სწორი არჩევანის საშუალებას მისცემს. 

   2. ამ კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მომხმარებელი დაცული უნდა იქნეს მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის მცდელობისაგან.

   3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების იმგვარი ეტიკეტირება, რეკლამა ან წარდგენა (მათ შორის, დაფასოება, შეფუთვა, განთავსება), რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი სურსათის/ცხოველის საკვების ნამდვილ ბუნებასთან, მის შემადგენლობასთან, თვისებებთან ან სხვა მახასიათებლებთან დაკავშირებით.

   4. უნდა აღიკვეთოს ან/და თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა სხვა ქმედება, რომლებსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.

   5. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ადგენს სურსათთან/ცხოველის საკვებთან, ცხოველთან, მცენარესთან, ცხოველურ და მცენარეულ პროდუქტებთან, ვეტერინარულ პრეპარატთან, პესტიციდთან და აგროქიმიკატთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული და ბიზნესოპერატორის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის შესაბამისობას.

   6. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სააგენტო ოპერატიულად რეაგირებს იმ შეტყობინებაზე, რომელიც შემტყობინებელი პირისა და შეტყობინებით გათვალისწინებული ინფორმაციის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა.“.

   8. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მოთხოვნები“.

   9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 11. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები 

  1. ბაზარზე განთავსებული სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს.

   2. დაუშვებელია მავნე სურსათის ბაზარზე განთავსება.

   3. სურსათი მავნედ მიიჩნევა, თუ:

   ა) იგი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;

   ბ) არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება.

   4. სურსათის უვნებლობის დადგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

  ა) სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის, აგრეთვე პირველადი წარმოების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

  ბ) საბოლოო მომხმარებლის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა;

   გ) სურსათის (მათ შორის, ცალკეული კატეგორიების სურსათის) მავნე ზეგავლენის თავიდან ასაცილებლად მომხმარებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია (ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის ჩათვლით) ან მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი სხვა ინფორმაცია;

  დ) სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მეყსეული, ხანმოკლე ან გრძელვადიანი გავლენა მომხმარებელზე, არამედ მისი ეფექტი მომდევნო თაობებზედაც;

   ე) შესაძლო ტოქსიკური კუმულაციური ეფექტი;

  ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მომხმარებლის ჯანმრთელობაზე სურსათის ზეგავლენის დონე, თუ ეს სურსათი აღნიშნული კატეგორიის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი.

  5. ადამიანის მიერ სურსათის მოხმარების მიზანშეწონილობის დასადგენად გათვალისწინებული უნდა იქნეს, თუ რამდენად დასაშვებია ადამიანის მიერ სურსათის დანიშნულებისამებრ გამოყენება მისი დაბინძურების, დაობების, ლპობის ან მასზე გარეგნული დაზიანების ნიშნების არსებობის გამო.

   6. თუ სურსათი მავნეა, ამ სურსათის მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.

   7. სურსათის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვისათვის/აკრძალვისათვის ან ბაზრიდან მისი ამოღებისათვის, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ სურსათი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან  შესაბამისობის მიუხედავად, უვნებელი არ არის.“.

  10. მე-12 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ცხოველის საკვები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ მიიჩნევა, თუ:

   ა) ეს საკვები რისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას;

   ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

  4. თუ ცხოველის საკვები არ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია  მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი.“.

   11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12და 122 მუხლები:

   „მუხლი 121. ვეტერინარული მოთხოვნები

   1. ვეტერინარულია ის მოთხოვნები, რომლებიც წესდება ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიზოოტიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების თავიდან აცილებისათვის, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველის კეთილდღეობისთვის.

   2. ვეტერინარული მოთხოვნებია:

   ა) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან;

  ბ) ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის მიღწევა ან/და შენარჩუნება;

   გ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვა;

   დ) ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა;

   ე) ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელება;

   ვ) ცხოველთა და ცხოველური პროდუქტების სერტიფიცირება;

   ზ) ცხოველური პროდუქტების კონტროლი;

   თ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

  ი) ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

 

   მუხლი 122. მცენარეთა დაცვის მოთხოვნები

  1. ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან.

  2. მცენარე, მცენარეული პროდუქტი, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი დაცული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებით.

   3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:

  ა) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება;

  ბ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება.“.

   12. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება

   1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია გაიაროს შესაბამისი რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

   2. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია.

   3. აღიარებას ექვემდებარება ის ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან. 

   4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის  საქმიანობა სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

   5. აკრძალულია  აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება.“.

   13. მე-14−მე-16 მუხლები ამოღებულ იქნეს.

   14. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 17. მიკვლევადობის მოთხოვნები

   1. სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის მიკვლევადობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს  წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

  2. მიკვლევადობის განსახორციელებლად აუცილებელია ბიზნესოპერატორს ჰქონდეს სათანადო ინფორმაცია, აწარმოებდეს შესაბამის დოკუმენტაციასა და ჩანაწერებს. ამისათვის ბიზნესოპერატორს შემოღებული უნდა ჰქონდეს სისტემები და პროცედურები, რომლებიც ამგვარი ინფორმაციით უზრუნველყოფს კომპეტენტურ ორგანოებს მოთხოვნისამებრ.

   3. მიკვლევადობის განსახორციელებლად სურსათი/ცხოველის საკვები,  ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

  4. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მიკვლევადობის ზოგადი პრინციპები და მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   15. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 17მუხლი:

  „მუხლი 171. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემასთან დაკავშირებული მოთხოვნები

   1. სურსათის ბიზნესოპერატორს დანერგილი უნდა ჰქონდეს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად.

   2. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპებია:

   ა) ნებისმიერი საფრთხის იდენტიფიცირება მისი თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო დონემდე შემცირების მიზნით;

   ბ) კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა იმ ეტაპზე/ეტაპებზე, როდესაც აუცილებელია განხორციელდეს კონტროლი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, აღმოსაფხვრელად ან სათანადო დონემდე შესამცირებლად;

   გ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე კრიტიკული ზღვრების დადგენა საფრთხის თავიდან აცილების, აღმოფხვრის ან სათანადო (მისაღებ) დონემდე შემცირების მიზნით;

   დ) კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე ეფექტიანი მონიტორინგის დანერგვა და განხორციელება;

   ე) მაკორექტირებელი ქმედებების განსაზღვრა იმ შემთხვევისათვის, როდესაც მონიტორინგით დგინდება, რომ კრიტიკული საკონტროლო წერტილი დადგენილ კრიტიკულ ზღვარს სცილდება;

   ვ) პროცედურების შემუშავება ამ ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების რეგულარულად შესამოწმებლად;

   ზ) ამ ნაწილის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების შესახებ ჩანაწერების წარმოება.

   3. სურსათში, სურსათის წარმოების ნებისმიერ ეტაპსა და პროცესში რაიმე ცვლილებისას ბიზნესოპერატორი ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებულ სისტემაში.

   4. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა არ არის სავალდებულო იმ ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც პირველად წარმოებას ახორციელებს.

   5. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებისა და გადამუშავების სახეები, რომელთათვისაც სავალდებულოა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   16. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 18. ეტიკეტირების წესი

   1. სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები (მათ შორის, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი ან მისგან დამზადებული სურსათი/ცხოველის საკვები), ცხოველი, მცენარე,  ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი და აგროქიმიკატი ეტიკეტირებული უნდა იყოს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

  2. ეტიკეტის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება სახელმწიფო კონტროლის დროს.

   3. დაუშვებელია სურსათის/ცხოველის საკვების ეტიკეტზე ან თანდართულ დოკუმენტში ტერმინების − „ბიოლოგიური“, „ეკოლოგიური“, „ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ − ნებისმიერი კომბინაციის მითითება, თუ იგი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ბიოწარმოების წესს და ეს შესაბამისობა არ დასტურდება შესაბამისობის სერტიფიკატით.

  4. დაუშვებელია ბაზარზე ისეთი სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდისა და აგროქიმიკატის განთავსება, რომლებიც არ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორმა უნდა უზრუნველყოს მათი ბაზარზე განთავსების აღკვეთა ან ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება.“.

   17. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

ბიზნესოპერატორის ვალდებულებები

 

   მუხლი 181. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში 

   1. ბიზნესოპერატორი თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების ამ კოდექსისა და შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.

   2. თუ ბიზნესოპერატორს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად ან ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად. თუ ასეთი სურსათი/ცხოველის საკვები მიწოდებულია საბოლოო მომხმარებლისთვის, ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს ეფექტიანად, მომხმარებლისათვის გასაგები ფორმით უნდა მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან ამოღების მიზეზების შესახებ. თუ ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები საკმარისი არ არის, ბიზნესოპერატორმა უნდა გამოითხოვოს მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათი/ცხოველის საკვები.

   3. თუ სააგენტოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბიზნესოპერატორის მიერ იმპორტირებული, წარმოებული, გადამუშავებული, სადისტრიბუციო ან ბაზარზე განთავსებული სურსათი/ცხოველის საკვები მავნეა, ბიზნესოპერატორი  ვალდებულია, სააგენტოს  მითითების შესაბამისად, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ამ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღსაკვეთად, ბაზარზე უკვე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ამოსაღებად ან/და მომხმარებლისთვის მიწოდებული სურსათის/ცხოველის საკვების გამოსათხოვად.

   4. ბიზნესოპერატორი ვალდებულია ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული ზომების თაობაზე  დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს სააგენტოს.

 

   მუხლი 182. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები ვეტერინარიის სფეროში

   1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველთა მოშენებას,  გადარეკვას, გადაზიდვას, რეალიზაციას ან/და დაკვლას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:        

   ა) განახორციელოს ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებები, მათ შორის, ვაქცინაცია, დიაგნოსტიკური გამოკვლევები, მკურნალობა და გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო სხვა ღონისძიებები;

   ბ) ცხოველის დაკვლა მისი რეალიზაციის მიზნით განახორციელოს ვეტერინარული ზედამხედველობით;

   გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად;

   დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და  სალიკვიდაციო ღონისძიებების და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ღონისძიებების განხორციელებისას;

   ე) უზრუნველყოს ცხოველთა (მათ შორის, შინაურ ბინადარ ცხოველთა) კეთილდღეობა;

   ვ) უზრუნველყოს ცხოველთა გადარეკვა, გადაზიდვა და რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   ზ) უზრუნველყოს ცხოველური ნარჩენების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   თ) გადამდები დაავადებების, აგრეთვე ცხოველთა მასობრივი მოწამვლა-მოშხამვის შემთხვევების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს.

  2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„თ“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

  3. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ცხოველური პროდუქტების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას, თავისი საქმიანობის ფარგლებში ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

   ა)  უზრუნველყოს, რომ ცხოველური პროდუქტები არ უნდა უქმნიდეს რისკს ადამიანის ან/და ცხოველის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;

   ბ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად; ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო სადიაგნოსტიკო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

  გ) უზრუნველყოს ცხოველური პროდუქტების გადაადგილება და რეალიზაცია შესაბამისი ვეტერინარული დოკუმენტის თანხლებით.

   4. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.

  5. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს ვეტერინარული პრეპარატის წარმოებასა და დისტრიბუციას, ვალდებულია დაიცვას შემდეგი მოთხოვნები:

  ა) სარეალიზაციოდ განკუთვნილი ვეტერინარული პრეპარატი რეგისტრირებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

  ბ) დაცული უნდა იქნეს ვეტერინარული პრეპარატის ხარისხთან/უსაფრთხოებასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

  6. ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი სხვა  ბიზნესოპერატორები თავიანთ საქმიანობას უნდა ახორციელებდნენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

   მუხლი 183. ბიზნესოპერატორის ვალდებულებები მცენარის დაცვის სფეროში

   1. ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს მცენარისა და მცენარეული პროდუქტის წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ვალდებულია:

   ა) დაიცვას მცენარე, მცენარეული პროდუქტი, აგრეთვე მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილი საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან;

   ბ) არ დაუშვას გამოყენებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედება ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობაზე და გარემოზე;

   გ) შეასრულოს სააგენტოს მითითებები იმ განსაკუთრებით საშიში ან/და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან მცენარის სიჯანსაღეს;

   დ) ითანამშრომლოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებთან მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისას;

   ე) საკარანტინო მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და მათ შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს;

   ვ) აწარმოოს მცენარის, მცენარეული პროდუქტის წარმოების ადგილზე მავნე ორგანიზმების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩატარებული დაცვითი ღონისძიებების და გამოყენებული მცენარეთა დაცვის საშუალებების აღრიცხვა.

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ვრცელდება ოჯახური წარმოების სუბიექტზედაც.“.

   18. IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები“.

   19. მე-19 მუხლის:

   ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებები და ვალდებულებები“;

   ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.“.

   20. მე-20–22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 20. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

   სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

   ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა;

   ბ) სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

   გ) ღონისძიებებისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელება ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვის უზრუნველსაყოფად;

   დ) საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

   ე) რისკის ანალიზის ორგანიზება.

 

   მუხლი 21. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში

   სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სფეროებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

   ა) სურსათის უვნებლობის ნორმებისა და პარამეტრების განსაზღვრაში მონაწილეობა;

   ბ) მომხმარებელთა სპეციალური ჯგუფებისათვის მოთხოვნების (მათ შორის, ბავშვთა და ჩვილ ბავშვთა კვებასთან და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების) განსაზღვრაში მონაწილეობა;

   გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების მონიტორინგის, კვლევისა და კონტროლის განხორციელება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის წარმოება, რეკომენდაციებისა და წესების შემუშავება დაავადებათა პრევენციის, ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მიზნით;

   დ) ზოონოზური დაავადებისა და სურსათით გამოწვეული დაავადების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამ კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული კრიზისული მდგომარეობის მართვაში მონაწილეობა და ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR-2005) დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

   მუხლი 22. სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში

   სააგენტოს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია:

   ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სფეროში:

  ა.ა) წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

  ა.ბ) მიკვლევადობის მოთხოვნების შემოწმება მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

   ა.გ) საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის შემოწმება მისი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

  ა.დ) ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული სურსათის/ცხოველის საკვების განადგურებაზე ზედამხედველობა;

  ა.ე) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ სურსათთან/ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია, რომ ეს სურსათი/ცხოველის საკვები ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობისათვის მავნეა;

   ბ) ვეტერინარიის სფეროში:

   ბ.ა) ცხოველთა ჯანმრთელობისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;

  ბ.ბ) გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკა, მათი საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება, ორგანიზება და განხორციელება;

   ბ.გ) ცხოველთა კეთილდღეობაზე კონტროლის განხორციელება;

  ბ.დ) ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაცია და კონტროლი, ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე ზედამხედველობა;

  ბ.ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე ზედამხედველობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   ბ.ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე ზედამხედველობა;

   ბ.ზ) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია;

   ბ.თ) ზოონოზური დაავადების გამოვლენის შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   ბ.ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ვეტერინარული კარანტინის ორგანიზება;

  ბ.კ) ვეტერინარიის სფეროში დასაქმებული ბიზნესოპერატორების საქმიანობის კოორდინაცია;

   ბ.ლ) საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის შემუშავება;

  ბ.მ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ ვეტერინარულ პრეპარატებთან  დაკავშირებით,  თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე;

   ბ.ნ) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;

   გ) მცენარეთა დაცვის სფეროში:

  გ.ა) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია, მათი გამოყენებისა და მიმოქცევის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   გ.ბ) მცენარეთა დაცვის უზრუნველსაყოფად კონტროლის განხორციელება;

   გ.გ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

   გ.დ) მცენარეთა კარანტინის ორგანიზება;

  გ.ე) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელებასა და განვითარებაზე დაკვირვება, მათი გამოვლენა და დიაგნოსტიკა;

   გ.ვ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის შემუშავება;

   გ.ზ) განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელებისა და განვითარების პროგნოზირება;

   გ.თ) მავნე ორგანიზმების გავრცელების საწინააღმდეგო, პრევენციული და ლოკალიზაციის/სალიკვიდაციო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება;

  გ.ი) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტების დამუშავებაზე ზედამხედველობა საერთაშორისო გადაზიდვების შემთხვევაში;

  გ.კ) მოსახლეობის დროული ინფორმირება ბაზარზე განთავსებულ აგროქიმიკატებთან და პესტიციდებთან დაკავშირებით, თუ დადასტურებულია მათი მავნე ზემოქმედება ადამიანთა და ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე და გარემოზე;

  გ.ლ) მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ტერიტორიის ან მავნე ორგანიზმების დაბალი გავრცელების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება;

  გ.მ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვებამდე, ტვირთის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების შემდეგ, მისი ხელახალი ინვაზიისა და შემადგენლობის ჩანაცვლების თავიდან ასაცილებლად სათანადო პროცედურების განხორციელება;

   დ) ბიზნესოპერატორთა აღიარება;

  ე) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

  ვ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული სამართლებრივი მოთხოვნების შესახებ ბიზნესოპერატორთა და მომხმარებელთა ინფორმირება;

  ზ) უფლებამოსილ პირთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება;

  თ) სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მომხმარებელთა ინტერესების დამცველ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

   ი) ნებართვების, სერტიფიკატებისა და ლიცენზიების გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

   კ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის წარდგენა;

  ლ) გარემოს დაბინძურების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების ინფორმირება;

   მ) სახელმწიფო კონტროლის შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.“.

   21. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

  „მუხლი 221. სააგენტოს ურთიერთობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

   სააგენტოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის პრინციპია ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარიის სფეროებში ღონისძიებების განხორციელებისას საერთო პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად ურთიერთდახმარება და თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს:

  ა) მცენარეთა კარანტინის და ვეტერინარული კარანტინის დროს  საკარანტინო მავნე ორგანიზმებისა და დაავადებების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციისათვის კარანტინის ან სხვა შეზღუდვის დაწესებას, მოხსნას და მისი განხორციელების ხელშეწყობას;

  ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ცხოველთა დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური და იძულებითი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას;

   გ) არასაკარანტინო მავნე ორგანიზმების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობას.“.

   22. 25-ე და 26-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლის სახეები

   სახელმწიფო კონტროლის სახეებია:

   ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობისა და ეტიკეტირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

   ბ) ვეტერინარული კონტროლი – ქმედება, რომელიც ხორციელდება  ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ  მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად;

   გ) ფიტოსანიტარიული კონტროლი − ქმედება, რომელიც ხორციელდება მცენარეთა დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით  განსაზღვრულ ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად.

 

   მუხლი 26. სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მექანიზმები

  1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლის, ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული  კონტროლის განხორციელების მექანიზმებია:

   ა) ინსპექტირება;

  ბ) მონიტორინგი;

   გ) ზედამხედველობა;

   დ) დოკუმენტური შემოწმება;

   ე) ნიმუშის აღება.

   2. სააგენტომ შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ცალკეული ამოცანების შესრულების დელეგირება მოახდინოს ერთ ან ერთზე მეტ მაკონტროლებელ ორგანოზე, თუ:

   ა) არსებობს იმ ამოცანების ზუსტი აღწერილობა, რომლებიც შესაძლებელია შეასრულოს მაკონტროლებელმა ორგანომ;

   ბ) მაკონტროლებელი ორგანო არის მიუკერძოებელი და ინტერესთა კონფლიქტისგან თავისუფალი მისთვის დელეგირებული ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით.

   3. მაკონტროლებელი ორგანო აკრედიტებული უნდა იყოს საქართველოს ან ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრი ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ.“.

   23. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261−26მუხლები:

   „მუხლი 261. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

   1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების ცალკეული ასპექტების  გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად, ბიზნესოპერატორის წინასწარი გაფრთხილების გარეშე და რომელიც მოიცავს: 

   ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;

   ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;

   გ) დადგენილი წესით ნიმუშის აღებას და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარებას.

    2. მონიტორინგი  არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და გაზომვები  სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი ფაქტორები:

   ა) წინა წლებში მოსახლეობასა და ცხოველებში კვებითი მოშხამვების, სურსათით/ცხოველის საკვებით განპირობებული ნაწლავთა ინფექციების, ეპიდემი­ების, სხვა საკვებისმიერი მასობრივი დაავადებების გაჩენის შემთხვევები; 

   ბ) სურსათის/ცხოველის საკვების მიკრობიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური დაბინძურების შემთხვევები;

   გ) გარემოს დაბინძურების შემთხვევები;

   დ) მომხმარებელთა მოტყუებისა და შეცდომაში შეყვანის შემთხვევები;

   ე) სააგენტოს მიერ საანგარიშო წელს და წინა წლებში განხორციელებული საქმიანობების შედარებითი ანალიზი.

   3. მონიტორინგის ფარგლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლება  ნიმუშის აღებისა და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლევების ჩატარების გზით, რისკის შეფასების განხორციელებისათვის, რომლის დროსაც:

   ა) მოწმდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის მაჩვენებლების, ეტიკეტისა და წარდგენის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა;

   ბ) ხორციელდება დოკუმენტური შემოწმება.

   4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი,  რომლის დროსაც ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:

   ა) სურსათის განადგურებაზე;

   ბ) ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთაზე, ბაზრიდან და მომხმარებლისგან გამოთხოვაზე;

   გ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.

   5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი,  რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექანიზმებთან ერთად ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

   6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.

   7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.

 

   მუხლი 262. ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

   1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველის, ცხოველური პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ცალკეული ასპექტების გამოკვლევა მათი საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და წესებთან შესაბამისობის დასადგენად და რომელიც მოიცავს:

  ა) ბიზნესოპერატორის საქმიანობის შემოწმებას წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, აგრეთვე ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის და კეთილდღეობის შესაფასებლად;

   ბ) დოკუმენტური შემოწმების განხორციელებას;

   გ) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას და ლაბორატორიულ გამოკვლევას ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად.

   2. მონიტორინგი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება წინასწარ დაგეგმილი დაკვირვებები და მონაცემების მოპოვება ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილდღეობის, ცხოველური პროდუქტებისა და ვეტერინარული პრეპარატების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად და რომელიც მოიცავს:

  ა) სინჯის, ნიმუშის, პათოლოგიური მასალის აღებას რისკის შესაფასებლად;

   ბ) ვეტერინარული პრეპარატების ნიმუშების აღებას;

   გ) ცხოველის, ცხოველური პროდუქტის, ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტის შემოწმებას;

   დ) ცხოველთა საცხოვრებელი გარემოს დათვალიერებას და ინფორმაციის შეგროვებას;

   ე) ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების წესის დაცვის შემოწმებას.

   3. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომლის დროსაც ხორციელდება ცხოველზე, ცხოველურ პროდუქტზე, ვეტერინარულ პრეპარატზე, ბიზნესოპერატორის საქმიანობაზე  დაკვირვება. დაკვირვება ხორციელდება:

   ა) ცხოველის დაკვლის, დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომ პროცესებზე;

   ბ) საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებაზე;

   გ) გადამდები დაავადებებისა და მასობრივი არაგადამდები დაავადებების  საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე;

   დ) ფალსიფიცირებული, არარეგისტრირებული, ვადაგასული, უხარისხო და გამოსაყენებლად უვარგისად მიჩნეული ვეტერინარული პრეპარატების განადგურებაზე;

   ე) ცხოველური ნარჩენების შეგროვებაზე, უტილიზაციასა და განადგურებაზე;

   ვ) ცხოველთა გადაყვანა-გადარეკვის (მათ შორის, სეზონურ საძოვრებზე) მიმდინარეობაზე;

   ზ) ცხოველის საკვების განადგურებაზე;

   თ) ბიზნესოპერატორის მიერ სააგენტოს მითითებების შესრულებაზე.

   4. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი,  რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება ვეტერინარიის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

  5. ვეტერინარულ კონტროლს ახორციელებს ვეტერინარი ექიმი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

   6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, პარაზიტოლოგიური, ტოქსიკოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური, რადიოლოგიური, დაავადებების ან/და სხვა მაჩვენებლების გამოსაკვლევად, რათა განისაზღვროს  ცხოველის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკი.

  7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.

 

   მუხლი 263. ფიტოსანიტარიული სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები

  1. ინსპექტირება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც მოიცავს მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ვიზუალურ შემოწმებას (დახედვას) მავნე ორგანიზმების გამოვლენის ან/და ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის დროს, აგრეთვე საკარანტინო ზონაში:

  ა) მცენარესთან, მცენარეულ პროდუქტთან, სხვა ფიტოსანიტარიულ რეგულირებად ობიექტთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმებას;

   ბ) ტვირთის იდენტურობისა და მთლიანობის შემოწმებას;

   გ) დამუშავების ეფექტიანობის შემოწმებას;

   დ) ფიზიკურ შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში − ნიმუშის აღებას.

   2. ინსპექტირების დროს ხორციელდება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემოწმების სახეებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე ერთად.

   3. მონიტორინგი არის ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შემოწმების ხანგრძლივი პროცესი ან/და ხანგრძლივი კვლევა მავნე ორგანიზმის პოპულაციის მახასიათებლების შესამოწმებლად და იგი მოიცავს:

  ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების განვითარების პროგნოზირებას, მიწათმოსარგებლის დროულ გაფრთხილებას საკარანტინო მავნე ორგანიზმის გამოჩენისა და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების განხორციელების ვადების შესახებ;

  ბ) ბაზარზე განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების აღებას;

   გ) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების, ტყეების კვლევას საკარანტინო მავნე ორგანიზმების გავრცელების არეალის განსაზღვრის, მათი მავნეობის დადგენის და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით.

   4. ზედამხედველობა არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი,  რომელიც მოიცავს:      

  ა) საკარანტინო მავნე ორგანიზმების ნუსხის კორექტირებისა და საკარანტინო მავნე ორგანიზმებისაგან თავისუფალი ზონების დაზუსტების მიზნით მოცემულ ზონაში კვლევებით, მონიტორინგის შედეგების საფუძველზე და სხვა პროცედურების საშუალებით საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და რეგისტრაციის  ოფიციალურ პროცესს, რომლის დროსაც ხორციელდება:

  ა.ა) სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე დაკვირვება;

   ა.ბ) საკარანტინო მავნე ორგანიზმების არსებობის ან არარსებობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად მონაცემთა შეკრება და გამოკითხვა;

   ა.გ) ნიმუშის აღება;

  ა.დ) მცენარის, მცენარეული პროდუქტის, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის (მათ შორის, ხის ტარის, შესაფუთი მასალის) დამუშავებასა და განადგურებაზე დაკვირვება;

  ბ) პესტიციდისა და აგროქიმიკატის შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შემოტანის, დაფასოების, გამოყენებისა და მარკირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას.

   5. დოკუმენტური შემოწმება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი,  რომლის დროსაც დამოუკიდებლად ან სახელმწიფო კონტროლის სხვა მექნიზმებთან ერთად ხორციელდება მცენარის დაცვის სფეროში ბიზნესოპერატორის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების შემოწმება.

   6. ნიმუშის აღება არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება მავნე ორგანიზმების გამოვლენის, აგრეთვე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მახასიათებლების სამომხმარებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

  7. ნიმუშის აღება შეიძლება განხორციელდეს ინსპექტირების, ზედამხედველობის, მონიტორინგის დროს ან დამოუკიდებლად.“.

   24. VI−X თავები ამოღებულ იქნეს.

   25. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ა) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმი, რომელიც გამოიყენება იმ ვეტერინარული პრეპარატის მიმართ, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულმა სხვა ქვეყნის ან სახელმწიფოთაშორისმა ვეტერინარული პრეპარატის მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ დაუშვა შესაბამის ბაზარზე; 

   ბ) ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეგისტრაციის ეროვნული რეჟიმი, რომელიც მოიცავს სააგენტოს მიერ ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდის საფუძველზე სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას და ვეტერინარული პრეპარატის სახელმწიფო რეესტრში შეტანას.“.

   26. 49-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 49. პესტიციდისა და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაცია

   1. საქართველოში წარმოებული ან იმპორტირებული პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.    

   2. აკრძალულია ისეთი პესტიციდის ან/და აგროქიმიკატის წარმოება, რეალიზაცია და გამოყენება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის რეგისტრირებული საქართველოში.“.

   27. 50-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ზ) თუ ეს არის შუალედური ან/და დაუფასოებელი ვეტერინარული პრეპარატი;“.

   28. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 52. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმა

  1. სააგენტო შეიმუშავებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

  2. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება რისკის დონე, რომლის აღკვეთა, აღმოფხვრა ან მისაღებ დონემდე შემცირება გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული.

  3. კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმით კონკრეტულად განისაზღვრება იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალობისა და პროპორციულობის პრინციპების დაცვის და მომხმარებლებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების ჩათვლით.

   4. კრიზისული მდგომარეობის დროს იქმნება კრიზისის მართვის ჯგუფი, რომლის მუშაობაში, საჭიროების შემთხვევაში, სამეცნიერო კონსულტაციების გაწევისათვის მონაწილეობენ სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

   5. კრიზისის მართვის ჯგუფს ევალება, შეაგროვოს და შეაფასოს ყველა არსებული ინფორმაცია და განახორციელოს მოქმედების სხვადასხვა ვარიანტის იდენტიფიკაცია, რათა დროულად და ეფექტიანად მოხდეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, მცენარეთა სიჯანსაღესა და გარემოზე ზეგავლენის რისკების აღმოფხვრა, შემცირება და თავიდან აცილება.

  6. კრიზისის მართვის ჯგუფი უფლებამოსილია დახმარებისათვის მიმართოს ნებისმიერ პირს, რომლის ცოდნა და გამოცდილება საჭირო  იქნება კრიზისის ეფექტიანად რეგულირებისათვის.“.

   29. 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „3. განსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც გამოვლინდება საქართველოს  კანონმდებლობით დამტკიცებულ ნუსხაში შეტანილი ცხოველთა საკარანტინო დაავადება, დაუყოვნებლივ წესდება იძულებითი კარანტინი შესაბამისი დაავადებისათვის დადგენილი საკარანტინო ვადით.“.

   30. 54-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ვ) იმ დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ტერიტორიებსა და შენობებზე, რომლებიც ამზადებენ, ამუშავებენ, ინახავენ მცენარეულ პროდუქტებს და ახორციელებენ მათ რეალიზაციას, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტყეებზე, საკარმიდამო და სააგარაკო ნაკვეთებზე.“. 

   31. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „მუხლი 55. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის დაწესება და მოხსნა

  1. საკარანტინო მავნე ორგანიზმისა და გადამდები დაავადების აღმოჩენისას განსაზღვრული ტერიტორია საკარანტინო ზონად ცხადდება.

   2. საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული კარანტინი და მცენარეთა კარანტინი, გარდა ამ კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროფილაქტიკური კარანტინისა, წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

  ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

  ბ) ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე − ამ თვითმმართველ ერთეულებში სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

   3. საკარანტინო ღონისძიებების განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

   32. 56-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

   33. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XIIIთავი:

„თავი XIII1

სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და  მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის ექსპორტ-იმპორტი და რეექსპორტი

 

   მუხლი 571. ექსპორტ-იმპორტისა და რეექსპორტის მოთხოვნები

  1. ექსპორტისათვის განკუთვნილი სურსათი/ცხოველის საკვები,   ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, ვეტერინარული პრეპარატი, პესტიციდი, აგროქიმიკატი უნდა აკმაყოფილებდეს იმპორტიორი ქვეყნის მოთხოვნებს. ექსპორტისათვის სააგენტო ან სამსახური გასცემს შესაბამის ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს.

  2. საქართველოში იმპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

   3. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსაყვანი ცხოველი, შემოსატანი  მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

   4. საქართველოდან რეექსპორტირებული სურსათი/ცხოველის საკვები, ცხოველი, მცენარე, ცხოველური და მცენარეული პროდუქტები, აგრეთვე ვეტერინარული კონტროლისადმი და ფიტოსანიტარიული კონტროლისადმი დაქვემდებარებული პროდუქცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღები ქვეყნის მიერ სხვა რამ მოითხოვება.“.

   34. 58-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სააგენტოს და მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელები ვალდებული არიან, უზრუნველ­ყონ უფლებამოსილი პირის ქცევის ზოგადი წესის ხელმისაწვდომობა და გაცნობა მათდამი დაქვემდებარებული უფლებამოსილი პირებისათვის.“.

   35. მე-60 მუხლის:

   ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „უფლებამოსილი პირის მოვალეობები და პასუხისმგებლობა“;

   ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

  „3. უფლებამოსილი პირი ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხს აგებს საქართველოს  კანონმდებლობის შესაბამისად.“.

   36. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. უფლებამოსილ პირს არ უნდა ჰქონდეს ნათესაური კავშირი ან  სხვა საქმიანი ურთიერთობა იმ ბიზნესოპერატორთან, რომლის კონტროლსაც ახორციელებს. მაკონტროლებელი ორგანოს ხელმძღვანელს და ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს არ შეიძლება ჰქონდეთ საერთო ეკონომიკური ინტერესი.“.

   37. 63-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „5. ინსპექტირებისას შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში ბიზნესოპერატორი ჯარიმდება ამ კოდექსის მხოლოდ 68-ე მუხლის საფუძველზე.“.

   38. 64-ე−66-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 64. პირის საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის ან/და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე

  1. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე –

   გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

  2. პირის საქმიანობა ამ კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე –

   გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

 

   მუხლი 65. ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების აღკვეთასთან ან ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა

   1. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-2 და მე-3  ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბიზნესოპერატორის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება ან ბაზარზე უკვე განთავსებული ან მომხმარებლისთვის მიწოდებული მავნე სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვასთან დაკავშირებული ვალდებულების შეუსრულებლობა  –

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

   2. ამ კოდექსის 181 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბიზნესოპერატორის მიერ ბაზარზე განთავსებული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზრიდან გამოთხოვისა და ამ მიზნით მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოსთვის სავალდებულო შეტყობინებისთვის თავის არიდება –

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

  3. მონიტორინგის ფარგლებში გამოვლენილი საფრთხის შემცველი პროდუქტის ბაზრიდან დაუყოვნებლივ გამოთხოვასთან დაკავშირებით სააგენტოს მოთხოვნის შეუსრულებლობა −

   გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

 

  მუხლი 66. ცხოველის ჯანმრთელობისა და მცენარის მავნე ორგანიზმებისაგან დაცვასთან დაკავშირებული მითითებების, ვალდებულებებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა

  1. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცხოველის რეალიზაციის მიზნით მისი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკვლა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

   2. ამ კოდექსის 182 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 183 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეპიზოოტიის საწინააღმდეგო, პრევენციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად, აგრეთვე განსაკუთრებით საშიში ან/და საკარანტინო მავნე ორგანიზმების მასობრივი გავრცელების თავიდან ასაცილებლად სააგენტოს მითითებების შეუსრულებლობა –

   გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას − 500  ლარის ოდენობით.

  3. ხორცის ვეტერინარული ზედამხედველობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე რეალიზაცია –

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და ხორცის ბაზარზე განთავსების აღკვეთას ან/და ბაზარზე უკვე განთავსებული ხორცის გამოთხოვას.

   4. ვეტერინარული კარანტინისა და მცენარეთა კარანტინის ფარგლებში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებებისა და მითითებების შეუსრულებლობა −

   გამოიწვევს ოჯახური წარმოების სუბიექტის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ბიზნესოპერატორისას – 500 ლარის ოდენობით.

  5. ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობა –

   გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.“.

   39. 68-ე−70-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „მუხლი 68. ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობა შეუსაბამობის არსებობისთვის ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მითითების შეუსრულებლობისთვის  

   1. ისეთი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, რო­მე­­ლიც პირდაპირ საფრთხეს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხო­ვე­ლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობა −

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.

   2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის  აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების  ახალი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებლობა −

გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1200 ლარის ოდენობით.

   3. ისეთი შეუსაბამობის არსებობა, რომლის დროსაც აღმოჩენილია ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნე სურსათი/ცხოველის საკვები და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შე­უძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, −

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და საწარმოო პროცესის შეჩერებას.

 

   მუხლი 69. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების წესის დარღვევა

   1. ვეტერინარული სამსახურისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის საჭირო, საქართველოში სპეციალური კონტროლისადმი დაქვემდებარებული ნივთიერებების გამოყენების წესის დარღვევა −

   გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

   2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში, –

   გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

 

   მუხლი 70. სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ხელის შეშლა

   სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან უფლებამოსილების განხორციელებისას მისთვის ხელის სხვაგვარად შეშლა, მათ შორის, დოკუმენტური შემოწმების ფარგლებში მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მიუწოდებლობა, −

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.“.

   40. 72-ე−74-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

   41. 74მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

   „3. ბიზნესოპერატორის მიერ ვეტერინარული პრეპარატის ეტიკეტირების წესის დარღვევა –

   გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო დარღვევის განმეორების შემთხვევაში − 600 ლარის ოდენობით.“.

   42. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 74მუხლი:

   „მუხლი 742. ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების რეალიზაცია

   ვადაგასული სურსათის/ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება საბოლოო მომხმარებლისთვის მისაწოდებლად −

   გამოიწვევს მცირე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა ბიზნესოპერატორისას − 500 ლარის ოდენობით.“.

   43. 75-ე მუხლის:

   ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „1. საქართველოს მთავრობამ ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.

   2. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების მარეგულირებელი ნორმატიული აქტები უნდა მიიღოს საქართველოს მთავრობამ.“;

   ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

   გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

   „31. საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს  სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მისაღები ნორმატიული აქტების ნუსხის დამტკიცება.“;

   დ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „4. ინსპექტირების დროს მიკვლევადობის და საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის ამ კოდექსის მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი გასცემს მხოლოდ რეკომენდაციებს მისი გამოსწორებისათვის. აღნიშნული შეუსაბამობის აღმოჩენა არ იწვევს ამ კოდექსის 68-ე მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.“;

   ე) მე-4 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5−მე-7 ნაწილები:

   „5. ამ კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე, გარდა იმ პირისა, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.

   6. იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც ექვემდებარება აღიარებას, არ გამოიწვევს ამ კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაჯარიმებას 2015 წლის 1 იანვრამდე.

   7. ამ კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევა არ გამოიწვევს ამ კოდექსის 741 მუხლის თანახმად დაჯარიმებას 2014 წლის 1 აგვისტომდე.“.

   44. 76-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, ძალადაკარგულად გამოაცხადოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა ამ კოდექსთან  შესაბამისობა არ იქნება უზრუნველყოფილი ამ კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის ვადაში.

   3. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის 67-ე მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

   4. 2020 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს ამ კოდექსის მე-2 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის საქმიანობასა და მომსახურებაზე.“.

 

   მუხლი 2

  1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული მე-13 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებისა, მე-17 ნაწილით გათვალისწინებული 182 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა, მე-20 ნაწილით გათვალისწინებული 22-ე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტისა, 22-ე−24-ე ნაწილებისა და 38-ე ნაწილით გათვალისწინებული 66-ე მუხლის მე-5 ნაწილისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

   2. ამ კანონის:

  ა) პირველი მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებული მე-13 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილები და 22-ე−24-ე ნაწილები ამოქმედდეს 2015 წლის  1 იანვრიდან;

  ბ) პირველი მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული 182 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, მე-20 ნაწილით გათვალისწინებული 22-ე მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტი და 38-ე ნაწილით გათვალისწინებული 66-ე მუხლის მე-5 ნაწილი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან.

     


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

17 აპრილი 2014 წ.

N2285-IIს