დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2485-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 010190020.04.001.016109 |
|
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრსა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს, რომლებიც: ა) შეყვანილი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ამ მუხლის საფუძველზე მიღებული ხელფასი არ ჩაეთვლებათ ოჯახის ერთობლივ შემოსავალში და არ შეუწყდებათ სახელმწიფო დაფინანსება; ბ) იღებენ სოციალურ პაკეტს „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, არ შეუწყდებათ სოციალური პაკეტი.“. მუხლი 2 1. ამ კანონის პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 15 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 მაისი 2014 წ. N2485-IIს |
დოკუმენტის კომენტარები