საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2517-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/07/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017477
2517-რს
24/07/2014
ვებგვერდი, 06/08/2014
090000000.05.001.017477
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

    1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11ნაწილი:

  „111. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები – მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.“.

   2. 209-ე მუხლის:

   ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.

  2. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე.“;

   ბ) მე-3–მე-7 ნაწილები ამოღებულ იქნეს.

    3. 210-ე მუხლის:

  ა) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–13 ნაწილები:

  „11. საპროცესო შეთანხმების დადების შეთავაზება შეუძლია როგორც ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ისე პროკურორს. საქმის განხილვისას სასამართლო უფლებამოსილია გაარკვიოს მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმების დადების შესაძლებლობა.

  12. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორი ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტოს მას, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.

   13. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან სრულად ან ნაწილობრივ განთავისუფლების შესახებ. ამ შემთხვევაში სამოქალაქო პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.“;

   ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. ბრალდებულისათვის სასჯელის შემცირების მოთხოვნისას ან ბრალდების შემსუბუქების ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროკურორი ითვალისწინებს საჯარო ინტერესს, რომელსაც იგი  სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტების, ჩადენილი დანაშაულისა და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმის, დანაშაულის ხასიათის, ბრალეულობის ხარისხის, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროების, პიროვნული მახასიათებლების, ნასამართლობის, გამოძიებასთან თანამშრომლობისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულის ქცევის შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.“;

   გ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

   „6. საპროცესო შეთანხმების შესახებ დგება ოქმი, რომელშიც ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი (საპროცესო შეთანხმების ოქმი). საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცემა. ბრალდებულსა და მის ადვოკატს უფლება აქვთ, საპროცესო შეთანხმების ოქმზე გამოთქვან შენიშვნები. ისინი თან ერთვის ამ ოქმს. საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“.

    4. 211-ე მუხლის:

   ა) პირველი–მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება:

   ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი;

   ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით;

   გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული  საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები;  

  დ) ბრალდებულის გამოძიებასთან თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი;

   ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული;

   ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა;

  ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 1ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს მთავარი პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.

   2. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ბრალდებულის წერილობითი განცხადება, რომელსაც ხელს აწერენ ბრალდებული და მისი ადვოკატი. ბრალდებულის განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ბრალდებულმა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. ამასთანავე, ბრალდებული სრულყოფილად უნდა აღიქვამდეს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს ბრალდებულის განცხადებაში.

   3. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ბრალდებული და მისი ადვოკატი, აგრეთვე ბრალდებულის კანონიერი წარმომადგენელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“;

   ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;

   გ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „6. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და საპროცესო შეთანხმების ოქმი საჯაროა, გარდა იმ ნაწილისა, რომელშიც მითითებულია ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია. ბრალდებულის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვთ მხოლოდ მის ხელმომწერ პირებსა და სასამართლოს, აგრეთვე იმ ბრალდებულს (მის ადვოკატს), რომლის შესახებაც სხვა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გამოძიებას  მამხილებელ ინფორმაციას აწვდის. ასეთი ბრალდებულისათვის (მისი ადვოკატისათვის) აღნიშნული საპროცესო შეთანხმების შინაარსი სრულად უნდა იყოს ხელმისაწვდომი.“;

   დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

  „7. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის საპროცესო შეთანხმების ოქმი.“.

    5. 212-ე მუხლის:

   ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „2. სასამართლო ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდეს, რომ:

  ა) საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე;

  ბ) საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს;

  გ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს;

  დ) ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა;

   ე) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება;

  ვ) ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს;

  ზ) ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ;

  თ) ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;

  ი) ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები:

   ი.ა) დაცვის უფლება;

   ი.ბ) საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება;

   ი.გ) სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება;

  კ) ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს;

  ლ) საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული;

  მ) ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

  3. მოსამართლე ვალდებულია ბრალდებულს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.“;

  ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

  6. 213-ე მუხლის:

  ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.“;

  ბ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:

 „31. სასამართლომ არ უნდა დაამტკიცოს საპროცესო შეთანხმება, თუ მას მიაჩნია, რომ ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები ვერ მიიღო.“;

  გ) მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილია ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები მიიღო და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

   5. თუ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე იხილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა და სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმება  წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების შედეგად არის დადებული, იგი საქმეს ზემდგომ პროკურორს გადასცემს. ზემდგომი პროკურორი საპროკურორო საქმიანობის განხორციელების ვალდებულებას სხვა პროკურორს აკისრებს.“;

   დ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 ნაწილი:

  „61. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ  სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს. პროკურორისათვის საქმის დაბრუნებამდე სასამართლო მხარეებს სთავაზობს, შუამდგომლობის სასამართლო სხდომაზე განხილვისას შეცვალონ საპროცესო შეთანხმების პირობები, რაც შეთანხმებული უნდა იყოს ზემდგომ პროკურორთან. თუ სასამართლოს საპროცესო შეთანხმების შეცვლილი პირობებიც არ აკმაყოფილებს, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.“.

    7. 215-ე მუხლის:

   ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. ამ თავით გათვალისწინებულ საქმეებზე სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და საჩივრდება ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“;

   ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ:

   ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო;

   ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება;

  გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით  გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა;

  დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.“.

    8. 217-ე მუხლის:

   ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „დაზარალებულის უფლებები საპროცესო შეთანხმების დადებისას“;

   ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „1. პროკურორი ვალდებულია საპროცესო შეთანხმების დადებამდე დაზარალებულთან გაიაროს კონსულტაცია და შეატყობინოს მას საპროცესო შეთანხმების დადება, რის შესახებაც პროკურორი ადგენს ოქმს.“;

   გ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ნაწილი:

  „11. სასამართლოს მიერ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას დაზარალებულს უფლება აქვს, სასამართლოს წერილობით ან სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს ზეპირად მიაწოდოს ინფორმაცია იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა.“.

    9. 218-ე მუხლის:

   ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „3. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დადებისას საქართველოს მთავარმა პროკურორმა უნდა გაითვალისწინოს საჯარო ინტერესი, რომელსაც იგი ამ კოდექსის 210-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს. მსჯავრდებულის შემთხვევაში საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აგრეთვე სასჯელის მოუხდელი ვადა. განსაკუთრებული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება იდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის გახსნა ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია აღნიშნული თანამშრომლობით და ამ დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესი აღემატება პირის პასუხისგებაში მიცემის, მისთვის სასჯელის დაკისრების ან მის მიერ სასჯელის მოხდის ინტერესს.“;

   ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასჯელისაგან სრულად განთავისუფლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441–144მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე.“.

 

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

24 ივლისი 2014 წ.

N2517-რს