დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2539-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 26/07/2014 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/08/2014 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/10/2014 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.017472 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 106-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე წყდება, პროკურორი ვალდებულია მიმართოს განსჯადობის მიხედვით შესაბამის სასამართლოს ამ კოდექსის 191-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შუამდგომლობით.“. 2. 191-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხი იყო, სასამართლო მხარის შუამდგომლობით შეწყვეტს მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას. ამასთანავე, საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განჩინებით გადაწყვიტოს ამ პირისთვის იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების საკითხი. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამართლე განჩინებით განსაზღვრავს იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ვადას. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს 4 წელს. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბრალდებულის საკუთარი თავისთვის ან/და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის ან/და ძალადობის შემცველი ქცევის რისკის ხარისხი, რომელთა შეფასებაც მოცემულია ბრალდებულის შერაცხადობის თაობაზე სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში. ამასთანავე, განჩინებაში მიეთითება, რომ იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა შეიძლება შეწყდეს დადგენილ ვადაზე ადრე, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 221 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების აღმოფხვრისთანავე, თუ მათი აღმოფხვრა დადასტურდება იმავე კანონით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2014 წლის 1 ოქტომბრიდან. |
ქუთაისი, 26 ივლისი 2014 წ. N2539-რს |
დოკუმენტის კომენტარები