საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2663-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 18/09/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017505
2663-Iს
18/09/2014
ვებგვერდი, 25/09/2014
090000000.05.001.017505
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) 330-ე მუხლის მე-2−31 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილავს მისი ტერიტორიული განსჯადობისთვის მიკუთვნებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებს. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

3. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საქმეებს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით, პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოები. დანაშაულთა ერთობლიობისას, თუ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც ედება, სისხლის სამართლის საქმეს ამ კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

31. 2016 წლის 1 ოქტომბრამდე, ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების გარდა, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოები ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ასევე განიხილავენ შემდეგი პირების სისხლის სამართლის საქმეებს:

ა) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებული თანამდებობის პირისა, რომელსაც ეკავა ან უკავია შესაბამისი თანამდებობა;

ბ) პირისა, რომელსაც ბრალი ედება დანაშაულის ჩადენაში ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირთან ერთად.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

18 სექტემბერი 2014 წ.

N2663-Iს