დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის N2237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 188 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/02/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/02/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.018608 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №188
2015 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის -საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის №2237 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - საერთაშორისო ასოციაცია ქალი და ბიზნესისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 დეკემბრის №2237 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე არანაკლებ 31 400 (ოცდათერთმეტი ათას ოთხასი) ევროს ეკვივალენტი ლარის დახარჯვა სარემონტო სამუშაოების განხორციელებისა და ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვისათვის, ყოფილი პატიმარი ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობის მიზნით , შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) თვეში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თავშესაფრის ფუნქციონირების მიზნით გამოყენება ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებიდან უზუფრუქტის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში;“.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები