საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3358-IIს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/03/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/03/2015
ძალაში შესვლის თარიღი 01/04/2015
სარეგისტრაციო კოდი 090000000.05.001.017645
3358-IIს
20/03/2015
ვებგვერდი, 31/03/2015
090000000.05.001.017645
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონიერი წარმომადგენელი – ახლო ნათესავი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, რომელიც მონაწილეობს სისხლის სამართლის პროცესში ისეთ შემთხვევაში, როდესაც პროცესის მონაწილე არის არასრულწლოვანი, შეზღუდულქმედუნარიანი, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაიცვას თავი, აგრეთვე მხარდაჭერის მიმღები, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.“.

2. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 3324 მუხლი:

„მუხლი 3324. 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილ პირებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირება გარდამავალ პერიოდში

ამ კოდექსის მიზნებისათვის 2015 წლის 1 აპრილამდე სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობილი პირის კანონიერ წარმომადგენლად ითვლება მისი მეურვე, სანამ ქმედუუნარო პირის ინდივიდუალური შეფასება არ მოხდება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

20 მარტი 2015 წ.

N3358-IIს