დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3484-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/04/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 240110000.05.001.017710 |
|
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016708) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის მე-5 ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტის შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: ავტოგასამართი სადგურის ინსპექტირება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებით დამტკიცებული ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟებისა და ფუნქციონირების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით.“. 2. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 28. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარით. 2. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის არსებითი შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარით. 3. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია I ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით. 4. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია II ხარისხის კრიტიკული შეუსაბამობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით.“. 3. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ფარულად ექსპლუატაცია 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების ფარულად ექსპლუატაცია − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.“. 4. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა 1. ჟანგბადის წარმოებისა და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის, თხევადი ჟანგბადის წარმოების, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნის, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებადი, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარის, ფუნიკულიორის, საბაგირო გზის, ატრაქციონის, საქვაბე დანადგარის, წნევაზე მომუშავე ჭურჭლის, აირსავსები და აირგასამართი სადგურების მფლობელის მიერ ობიექტის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა (გარდა ინსპექტირების ორგანოს მიზეზით გამოწვეული ჩაუტარებლობისა) − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარით.“. 5. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 1. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ (24 საათის განმავლობაში) შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარით. 2. ობიექტის მფლობელის მიერ ჟანგბადის წარმოებისას და მასთან დაკავშირებული სხვა აფეთქებასაფრთხიანი პროცესის დროს, თხევადი ჟანგბადის წარმოებისას, რეზერვუარში/ცილინდრში ჟანგბადის ჩაჭირხვნისას, სამეწარმეო დანიშნულებით გამოყენებად, ამიაკზე მომუშავე სამაცივრო დანადგარზე, ფუნიკულიორზე, საბაგირო გზაზე, ატრაქციონზე, საქვაბე დანადგარზე, წნევაზე მომუშავე ჭურჭელზე, აირსავსებ და აირგასამართ სადგურებზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის 72 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 750 ლარით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 29 აპრილი 2015 წ. N3484-IIს |
დოკუმენტის კომენტარები