საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3605-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 08/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2015
ძალაში შესვლის თარიღი 13/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250000.04.001.016134
3605-რს
08/05/2015
ვებგვერდი, 15/05/2015
010250000.04.001.016134
საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

   1. 133-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:

   „ა1) გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია;“.

   2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 134მუხლი:

   „მუხლი 1341. სარეკომენდაციო ინსტრუქცია

 1. დარგობრივი ზედამხედველობის ორგანო უფლებამოსილია დელეგირებული უფლებამოსილების მუნიციპალიტეტის მიერ ჯეროვნად განსახორციელებლად მასზე სახელმძღვანელოდ გასცეს სარეკომენდაციო ინსტრუქცია.

  2. სარეკომენდაციო ინსტრუქციამ არ უნდა შეზღუდოს მუნიციპალიტეტის უფლება, უზრუნველყოს დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.“.

 

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

8 მაისი 2015 წ.

N3605-რს