დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3668-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 29/05/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/06/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 090000000.05.001.017772 |
|
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3041 მუხლი:
„მუხლი 3041. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვა 1. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, საკასაციო სასამართლოში საქმისა და საჩივრის შესვლის შემდეგ საქმესთან დაკავშირებულ იმ პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების განმარტებას ან გამოყენებას შეეხება, საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. 2. საკასაციო სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის მოთხოვნა უნდა დაასაბუთოს და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საქმესთან დაკავშირებული სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები უნდა წარუდგინოს. 3. საკასაციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვის შესახებ მხარეებს აცნობებს. 4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საკონსულტაციო დასკვნას სავალდებულო ხასიათი არ აქვს. 5. საკასაციო სასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსადმი საკონსულტაციო დასკვნისათვის მიმართვიდან საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ კოდექსის 303-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-16 ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. |
ქუთაისი, 29 მაისი 2015 წ. N3668-IIს |
დოკუმენტის კომენტარები