„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 25/06/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/06/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016970
64/ნ
25/06/2015
ვებგვერდი, 26/06/2015
040030000.22.022.016970
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №64/ნ

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

 ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებაში (სსმ III, 13.02.2007 წ., №20, მუხ. 229, სარეგისტრაციო კოდი –  040.030.000.22.022.009.972) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტთან საგნის გამოცდის ჩაბარების მსურველი პირის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენა;“;

ბ) მე-2  პუნქტის ,,ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ1) მინისტრის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საგნის გამოცდების ჩატარებას;“;

გ) მე-2 პუნქტის ,,ბ2“ ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს;

დ) მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ელექტრონული ან/და ნაბეჭდი ფორმით ქმნის, ავრცელებს და უკეთებს რეალიზებას (მათ შორის, შემოსავლის მიღების მიზნით) ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და სხვა გამოცდების ტესტების კრებულებს, მეთოდურ სახელმძღვანელოებს ტესტირებაში, ფსიქომეტრიკაში, სასწავლო და საგანმანათლებლო ლიტერატურას და სხვა გამოცემებს, აგრეთვე ამზადებს საინფორმაციო ბუკლეტებს;“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე