საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4493-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 04/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.017977
4493-Iს
11/11/2015
ვებგვერდი, 24/11/2015
200000000.05.001.017977
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიას –  „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“  საქართველოს  კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2016 წლის 4 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

11 ნოემბერი 2015 წ.

N4493-Iს