დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1182 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/03/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 15, 19/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 02/08/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240.090.000.05.001.001.756 |
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;“.
2. 36-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. ამ კანონის ამოქმედებამდე აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები ექვემდებარება ნებართვებად გადაფორმებას „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო ლატარიების და სამორინეების მოწყობაზე გაცემული ლიცენზიები და ნებართვები ძალაშია 2006 წლის 1 იანვრამდე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2005 წლის 25 მარტი.
№1182–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები