დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 62 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.158.016269 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2015 - 28/06/2017)
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა (დანართი 1). |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 აგვისტოს №22 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 14/08/2014, 010320010.35.158.016167 ) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დანართი 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობა
|
1. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) გამგებელი - 2650 ლარი;
ბ) გამგებლის პირველი მოადგილე - 2200 ლარი;
გ) გამგებლის მოადგილე - 2000 ლარი;
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) სამსახურის უფროსი - 1900 ლარი;
3. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) გამგებლის წარმომადგენელი -1185 ლარი;
ბ) განყოფილების უფროსი - 1500 ლარი;
გ)თანაშემწე - 1185 ლარი ;
დ)მთავარი სპეციალისტი - 840 ლარი;
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა)წამყვანი სპეციალისტი - 780 ლარი;
ბ)უფროსი სპეციალისტი - 705 ლარი;
გ)სპეციალისტი - 600 ლარი;
დამხმარე მოსამსახურე - 780 ლარი. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები