„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 03/06/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 31, 27/06/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.230.000.05.001.001.859
  • Word
1583
03/06/2005
სსმ, 31, 27/06/2005
300.230.000.05.001.001.859
„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 3.06.2002, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-6 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამედიცინო საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ფარმაცევტული საქმიანობა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო;“.

2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ო.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო.ბ) სამკურნალო საშუალებების, ფარმაცევტული სუბსტანციებისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტისა და რეექსპორტის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტისა და ექსპორტის ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო;“;

ბ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ“ ქვეპუნქტი:

„ჩ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემოტანის (გატანის) წინასწარი ნებართვა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 3 ივნისი.

№1583Iს