საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4706-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/12/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ორგანული კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 010190020.04.001.016161
4706-რს
23/12/2015
ვებგვერდი, 08/01/2016
010190020.04.001.016161
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს ორგანული კანონი

 

 

საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან/და აზუსტებს მათ საზღვრებს;“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. საარჩევნო ოლქები

1. საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები ამ კანონის შესაბამისად განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება, მათი საზღვრები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის 110-ე  და 1101 მუხლების საფუძველზე და 1101 მუხლით.“.

3. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკო უფლებამოსილია განკარგულებით შექმნას თითო საოლქო საარჩევნო კომისია ერთი ან ერთზე მეტი თვითმმართველი ერთეულის საზღვრებში, ხოლო ათი საოლქო საარჩევნო კომისია – ქალაქ თბილისში.“.

4. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 110. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის წესი

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის იქმნება 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

2. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არ იქმნება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

3. მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და უზრუნველყოფდეს ამ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა შეძლებისდაგვარად თანაბარ განაწილებას.

4. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები განისაზღვრება ამ კანონითა და ცესკოს განკარგულებით, ხოლო ამ საარჩევნო ოლქების ნომრები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით არაუგვიანეს საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების წლის 1 ივნისისა და არაუადრეს წინა წლის 1 დეკემბრისა.

5. ცესკოს განკარგულებით მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები განისაზღვრება ამ მუხლისა და ამ კანონის 1101 მუხლის შესაბამისად, იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებშიც გათვალისწინებულია ორი ან ორზე მეტი საარჩევნო ოლქის შექმნა, თუ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები ამ კანონით განსაზღვრული არ არის.

6. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი შეიძლება მოიცავდეს ერთ მუნიციპალიტეტს ან ერთზე მეტ მოსაზღვრე მუნიციპალიტეტს სრულად (გარდა ამ კანონის 1101 მუხლის 28-ე პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), ერთი მუნიციპალიტეტის ან მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების ერთმანეთის მოსაზღვრე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – აგრეთვე ერთმანეთის მოსაზღვრე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს სრულად ან ნაწილობრივ.

7. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებიდან პარლამენტის მომდევნო მორიგ არჩევნებამდე პერიოდში პარლამენტის შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ტარდება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვრულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. ამ საარჩევნო ოლქების საზღვრები ამ პერიოდში უცვლელი რჩება, მიუხედავად მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრებისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების შესაძლო ცვლილებისა.

8. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნისას გამოიყენება მათი შექმნის დროისათვის ცესკოში არსებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის ბოლო მონაცემები, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცესკო იყენებს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის იმავე მონაცემებს, რომლებიც გამოყენებული იყო ამ კანონით საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენისას.“.

5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 110და 1102 მუხლები:

„მუხლი 1101. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის  

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის ამ კანონის 110-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები არის ამ არჩევნებამდე ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ბოლო არჩევნებისათვის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები.

2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

3. საგარეჯოს, გურჯაანის, ხაშურის, საჩხერის, ჭიათურის, წყალტუბოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება თითო მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

4. სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

5. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის, ბალღოჯიანის, ჭიკაანის, კუჭატნის, გავაზისა და მთისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

6. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის, თელავის მუნიციპალიტეტის აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშნის, შალაურისა და წინანდლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქალაქ ყვარლის, შილდის, ენისლის, საბუისა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

7. ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის გულგულის, ვარდისუბნის, თეთრი წყლების, იყალთოს, ნაფარეულის, რუისპირის, სანიორის, ფშავლის, ყარაჯალისა და ართანის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში იქმნება 2 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

9. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქალაქ გარდაბნის, ვახტანგისის, კალინინოს, ლემშვენიერის, ნაზარლოს, სართიჭალის, ქესალოს, ნორიოს და ჯანდარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

10. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის, თელეთის, კრწანისის, ახალი სამგორის, გამარჯვების, აღთაქლის, ყარათაქლის, ყარაჯალარისა და ახალსოფლის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

11. ბოლნისის მუნიციპალიტეტში (გარდა კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

12. წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

13. მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის, კასუმლოს, სადახლოს, ქაფანახჩის, ქურთლარის, ყაჩაღანისა და ყულარის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

14. მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის, ყიზილაჯლოს, თამარისის, წერეთლის, დამია-გიაურარხის, შულავრის, შაუმიანის, წერაქვის, ხოჯორნის, ახქერფისა და ოფრეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

15. ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

16. დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

17. კასპის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

18. ქარელის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანისა და შინდისის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

19. ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და გორის მუნიციპალიტეტის ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

20. გორის მუნიციპალიტეტში (გარდა ქვახვრელის, ვარიანის, შინდისის, ტინისხიდისა და ბერბუკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

21. ქალაქ ახალციხის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

22. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, ასპინძის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

23. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის (გარდა აზავრეთის, კოჭიოს, პტენის, ბარალეთისა და ჩუნჩხის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

24. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

25. ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის (გარდა კვახჭირის, ჭოგნარისა და გოდოგნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

26. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

27. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის (გარდა ილემის, სანახშირის, შროშის, ფუთისა და ძირულის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

28. ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

29. ქალაქ ამბროლაურის, ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

30. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ნატანების, ურეკის, ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

31. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

32. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანებისა და ურეკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

33. მარტვილის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის (გარდა ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

34. სენაკის მუნიციპალიტეტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის ნორიოს, ზანათისა და წყემის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

35. ხობის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და  დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

36. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აბასთუმნის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

37. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის (გარდა აბასთუმნის, ერგეტის, ნარაზენის, ცაიშის, ჭითაწყარის, ოქტომბრის, ახალსოფლისა და დიდი ნეძის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

38. წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

39. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხალის, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

40. ქობულეთის მუნიციპალიტეტის (გარდა ხალის, ჩაისუბნის, საჩინოს, ჩაქვისა და ციხისძირის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

41. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და ქედის მუნიციპალიტეტის მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

42. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებისა და ქედის მუნიციპალიტეტის (გარდა მახუნცეთის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.

მუხლი 1102. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებისა და მათი ხელმძღვანელი პირების უფლებამოსილებათა განსაზღვრის თავისებურებანი

1. ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიების უფლებამოსილება და სამოქმედო ტერიტორიები საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით, ამ მუხლის შესაბამისად.

2. ცესკოს განკარგულებით განისაზღვრება:

ა) ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს სრულად ახორციელებენ ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას, და მათი სამოქმედო ტერიტორიები;

 ბ) ის საოლქო საარჩევნო კომისიები, რომლებიც ნაწილობრივ ახორციელებენ ამ კანონის 21-ე მუხლით დადგენილ უფლებამოსილებას, და მათი უფლებამოსილებანი.

3. ნებისმიერი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი საოლქო საარჩევნო კომისია შეიძლება სრულად ახორციელებდეს უფლებამოსილებას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცესკოს განკარგულება მიიღება ამ კანონის 110-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

5. საქართველოს პარლამენტის არჩევნების დროს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებზე არ ვრცელდება ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილება.“.

მუხლი 2. 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 110-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები შექმნას და მათი საზღვრები და ნომრები განსაზღვროს არაუგვიანეს 2016 წლის 1 აპრილისა. აღნიშნული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები შეიძლება დაზუსტდეს 2016 წლის 1 ივნისამდე.

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

23 დეკემბერი 2015 წ.

N4706-რს